ამბები




უბინაოდ ბინის მოლოდინში


აფხაზეთიდან დევნილი ლარისა ჯომიდავა უკვე წლებია ქუთაისში, სასტუმრო ,,თბილისის'' ყოფილ შენობაშია შესახლებული. 56 წლის ქალბატონი რთულ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს. ჯომიდავას თქმით, შენობაში მოუწესრიგებელი კომუნალური პირობებია, ხოლო იატაკის ქვემოდან, სადაც კანალიზაციის წყალი თავისუფლად იღვრება, ისეთი სუნი ამოდის, რომ ზაფხულობით იქ გაჩერება შეუძლებელია.
 
ლარისა ჯომიდავა ბინით დაკმაყოფილებას ითხოვს. თუმცა იმ სარეიტინგო ქულით, რომელიც მას დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მიანიჭა, ეს შეუძლებელია. ქალბატონს სოციალური დახმარებაც მოხსნილი აქვს. მსგავს მდგომარეობაზე საუბრობს ლარისა ჯომიდავას მეზობელი გურამ კაკულია. 

სასტუმრო ,,თბილისის'' ყოფილ შენობაში პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია და პარტიის ლიდერი კახა კუკავა იმყოფებოდნენ. კუკავა დევნილი მოსახლეობის მიმართ სამინისტროებს მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

იმისთვის, რომ დევნილმა ოჯახმა ბინა მიიღოს, მთელი რიგი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. მასში შედის როგორც საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების, ასევე სოციალური კრიტერიუმი. უპირატესობა ენიჭებათ ოჯახებს, სადაც არასრულწლოვნები ან მძიმედ დაავადებულები ცხოვრობენ. ასევე მათ, ვისაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ოჯახის წევრი ჰყავთ დაღუპული. დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ჩვენი რესპოდენტები ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

,, ქალბატონ ლარისა ჯომიდავას სოციალურად დაუცველის სტატუსი მოხსნილი აქვს, არ აქვს წარმოდგენილი ის დოკუმენტები, რომელიც რაღაც კრიტერიუმებში მას ქულებს მიანიჭებს. თუ მას სოციალური სტატუსი აღუდგება და გაითვალისწინებენ მის მძიმე საცხოვრებელ პირობებს, შესაძლებელია მოხდეს მათი დაბინავება'' - აცხადებს დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი სანთელაძე. 

რატომ მოეხსნათ ჩვენს რესპოდენტებს სოციალური დახმარება, რომელიც სარეიტინგო ქულისა და შესაბამისად ბინის მიღებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია, ვერ გავარკვიეთ, თუმცა ერთი რამ ნათელია - ლარისა ჯომიდავა და გურამ კაკულია უახლოეს მომავალში ბინას ვერ მიიღებენ. 

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com