ამბები




ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში დაუხვნელ სასოფლო -სამეურნეო სავარგულებთან დაკავშირებით საუბრობენ



ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში დაუხვნელ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე საუბრობენ. მიზეზი არსაკმარისი ტექნიკაა. ადგილობრივების განმარტებით, ტრაქტორების დაქირავება მხოლოდ სამტრედიასა და ზესტაფონშია შესაძლებელი. რიგების, შორი მანძლისა და ხშირად ფასის გამო კი ეს ვერ ხერხდება. მათი თქმით ისეთ დიდ სოფელში, როგორიც ზეინდარია, 3 ტრაქტორი მაინც უნდა იყოს, რათა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დახნის შესაძლებლობა ყველას თავისუფლად ჰქონდეს.

იგივე პრობლემაზე საუბრობენ ვანის კიდევ ერთ სოფელ შუაგორაში, თუმცა შუაგორელებს უკვე წლებია კიდევ ერთი პრობლემა - ამორტიზირებული გზა აწუხებთ. ადგილობრივების თქმით, გზის შეკეთებას ყოველ არჩევნებზე ჰპირდებიან, თუმცა შედეგი არ ჩანს. მათ თხოვნას ადგილობრივი ხელისულების მიმართ მოედნისა და მოსაცდელის მოწყობაც წარმოადგენს. 

მეგა ტვ-ის გადამღები ჯგუფი ვანის მუნიციპალიტეტში პროექტ „თემთა სამოქალაქო გაძლიერების ხელშეწყობა'' ფარგლებში იმყოფებოდა. პროექტი აპრილიდან დაიწყო და 10თვიან პერიოდში შეხვედრები, ტრენინგები და გადაცემების ჩაწერა სამი მუნიციპალიტეტის 9 სოფელში და ორ დევნილთა დასახლებაშია დაგეგმილი. პროექტი ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორცილდება.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com