ქუთაისში ანტიკორუფციის პროფესიონალთა ქსელის რეგიონული კონფერენცია გაიმართა


ქუთაისში ანტიკორუფციის პროფესიონალთა ქსელის მე-2 რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და თურქეთის ანტიკორუფციის პრაქტიკოსები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობედნენ. შეხვედრის მიზანი ანტიკორუფციის პროფესიონალთა ქსელის გაძლიერება და ოთხ მონაწილე ქვეყანას შორის გამოცდილების გაცვლაა ,ახალი ანტიკორუფციული მეთოდოლოგიის აისლენდ ოფ ინტეგრიტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე დანერგვის საქმეში. ქუთაისი საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც აღნიშნული ინოვაციური მეთოდოლოგიის განხორციელება იგეგმება. 

ქუთაისის შეხვედრა შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციათა მე-9 ფორუმს უკავშირდება. მისი ორგანიზატორები არიან რუმინეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა პლატფორმა FOND, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირის კომისია, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური წარმომადგენლობა და ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა პარტნიორობა განვითარების ეფექტიანობისთვის" (CPDE).
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com