...
ამბები

"ერთი თვეა რაც დაბინძურებული წყალი მოდის ყურადღებას კი არავინ გვაქცევს"

Avatar
T:555 000 289

"ერთი თვეა, რაც დაბინძურებული წყალი მოდის, ყურადღებას კი არავინ გვაქცევს" - ასე ლალი არიშვილი მოუგვარებელი პრობლემის გამო საუბრობს. როგორც მოხუცი ქალბატონი განმარტავს, უკვე ერთი თვეა, რაც გაპონოვის ქუჩაზე სასმელი წყლის მილია დაზიანებული, შედეგად კი მათ სახლში წყალი ჩადის. სველდება კედლები და იატაკი. დაზიანებული მილი პრობლემას მთელ ქუჩას უქმნის, წყალი არა მარტო ქუჩაში იღვრება, არამედ მაცხოვრებელთა ეზოებსა და სახლებში ჩადის. მოსახლეობა უყურადღებობაზე საუბრობს. ადგილობრივებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ნიკა ნარსია შეხვდა. ნარსია მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

გაპონოვის ქუჩის პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დავუკავშირდით. კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ თათარაძის თქმით, პრობლემა მალე აღმოიფხვრება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში 24 საათინი წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობს. იცვლება მილები, შენდება ახალი სათაო ნაგებობები, შედეგად ხშირია მილების დაზიანების შემთხვევები. მოსახლეობა წუხს, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ 112-ზე დარეკვა პრობლემის შესაბამის ორგანოებამდე მისატანად და გადასაწყვეტად საკმარისი არაა.





скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com