ამბები




ფარცხანაყანების დევნილთა დასახლება გზის გარეშეა დარჩენილი


ბარბარე შავლიაშვილი სოფელ ფარცხანაყანებში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. პატარა ველოსიპედისტი უფროსებისგან განსხვავებით კამერასთან საუბარს არ ერიდება და მათი დასახლების პრობლემებზე გულწრფელად საუბრობს. მისი სურვილი უბრალოა: ბარბარეს უნდა მის სოფელში კარგი გზა იყოს, რათა ველოსიპედით სიარული არ გაუჭირდეს.

მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ უფროსებიც. ადგილობრივების თქმით, გზა დასახლებაში წლების წინ დაიგო და  მისი შეკეთებით არავინ დაინტერესებულა. 

გზის პრობლემებთან ერთად მოსახლეობა ამორტიზირებულ შენობებზეც საუბრობს.  მათი განამრტებით, ფასადები იშლება და  ცვივა. გარე ფასადებთან ერთად გასამაგრებელია  აივნები. პრობლემების მოგვარების იმედი ადგილობრივებს არ აქვთ.  მათი თქმით დასახლებში თანამდებობის პირები მხოლოდ წინასაარჩევნოდ მიდიან, თუმცა მათ მიერ მიცემული დაპირებებიდან არაფერი შესრულებულა.

მეგა ტვ-ის გადამღები ჯგუფი დასახლებაში პროექტის  „თემთა სამოქალაქო გაძლიერების ხელშეწყობა'' ფარგლებში  იყო ჩასული. პროექტი აპრილიდან დაიწყო და 10-თვიან პერიოდში შეხვედრები, ტრენინგები და გადაცემების ჩაწერა სამი მუნიციპალიტეტის 9 სოფელში და ორ დევნილთა დასახლებაშია დაგეგმილი. პროექტი ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორცილდება.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com