ამბები




„აქ რომ ტონობით წყალი იქცევა, მის ფულს ვინ იხდის?'' - გოგი წულაია


„აქ რომ ტონობით წყალი იქცევა, მის ფულს ვინ იხდის?’’ - ეს განცხადება თავისუფალი საქართველოს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ გააკეთა. წულაიამ ნიუ-პორტის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტა.  ქუჩაზე წყლის მილია დაზიანებული, შედეგად კი უკვე რამდენიმე კვირაა  სასმელი წყალი იღვრება.  წუალაიას განმარტებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ასე ხშირად გადაადგილდებიან ტურისტები, მსგავსი მდგომარეობა არ უნდა იყოს.
 
,,მინდა შეკითხვა დავუსვა მერიას: როდემდე შეძლება იყოს მიტოვებული გზა, რომელზეც უამრავი ტურისტი დადის? გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ვეკითხები: აქ რომ ტონობით წყალი იღვრება, რომლის აქამდე მოტანა დიდი თანხა ჯდება, ვის კისერზე ამოდის? თქვენ იკლებთ თუ ჩვენ გვაწერთ მოსახლეობას?’’-განაცხადა გოგი წულაიამ. 

გაერთინებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ პრობლემა დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com