ამბები




ენერგოეფექტურობის პროცესში ქუთაისიც ჩაერთო


ქუთაისის მერიაში, მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" მიერ თანაორგანიზებული „მდგრადი ენერგეტიკის დღის" ღონისძიება შედგა. ღონისძიება, პროექტის „ენერგოაუდიტორების ტრეინინგი , სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას" ემსახურებოდა. 

პროექტის მიზანია საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ახალციხე და ბოლნისი) მდებარე საზოგადოებრივ (როგორც მუნიციპალური ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების საკუთრებაში მყოფი) შენობებში ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

ამ მიზნით ქ. ქუთაისში შეირჩა 12 საზოგადოებრივი შენობა (5 საბავშვო ბაღი, 5 საჯარო სკოლა, 2 საზოგადოებრივი შენობა), სადაც კამპანიის განხორციელების პერიოდში შენობების მოსარგებლეები ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალას. საზოგადოებრივ შენობებში ენერგომენეჯმენტის საკითხების შესახებ შენობების მენეჯერებისა და ენერგომენეჯმენტზე პასუხისმგებელი პერსონალისთვის საინფორმაციო სემინარები გაიმართება.

საინფორმაციო კამპანიის პარალელურად დაგეგმილია ენერგოაუდიტორების მომზადება-სერტიფიცირების კურსების ჩატარება. გადამზადების თეორიული კურსების შემდეგ დაგეგმილია ენერგო აუდიტების ჩატარება საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების იდენტიფიცირებისა და მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგების გასაანგარიშებლად საჭირო პრაქტიკული ცოდნის მიღების მიზნით. 

პროექტი დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (DANIDA) მიერ, ადმინისტრირებას უწევს ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია (NEFCO), ხოლო პროექტს ახორციელებენ ავსტრიული კომპანია ალლპანი (ALLPLAN) და „ენეგოეფექტურობის ცენტრი საქართველო".

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com