ამბები




სამტრედიაში ც ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია მოეწყო


იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მედპერსონალმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის გამოსავლენად მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარა. მობილური ლაბორატორიის მეშვეობით, ადგილობრივებს სოფლიდან გაუსვლელად შეეძლოთ ანალიზის გაკეთება და 15 წუთში პასუხის მიღება. აქციის მიმდინარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია გაეცნენ. მსგავსი ტიპის აქციების მიზანს მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და C ჰეპატიტის პრევენცია წარმოადგენს.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com