...
ამბები

გოგი წულაიამ ამორტიზებული გზა საკუთარი ხელით შეაკეთა

Avatar
T:555 000 289

,,თავისუფალი საქართველოს'' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ქუჩის  გზის საფარის მდგომარეობა გააპროტესტა და ამორტიზირებულ გზებზე ცემენტის ფენა თავად დააგო. წულაიას განმარტებით, გამსახურდიას ქუჩაზე რამდენიმე წელია გაუსაძლისი მდგომარეობაა და ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. გოგი წულაია მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე გზის არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს მოსახლეობაც. მათი განცხადებით ქუთაისის მთავრობა ვალდებულია გზის საფარის მდგომარეობა მოაგვაროს.

გოგი წულაიას აზრს ქუთაისის მერიაში არ ეთანხმებიან. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაძე აცხადებს, რომ მერია გზის შეკეთებას უამინდობის გამო ვერ ახერხებდა და უახლოეს მომავალში პრობლემა გამოსწორდება.

,,შეთანხმება აღნიშნულ ქუჩაზე მიღწეულია, სამუშაოები ნაწარმოებია თურქული კომპანია ,,ესემკას'' მიერ, გაყვანილია წყლის მილები. ორი კვირის წინ გაფორმდა შეთანხმება რომ აღნიშნული კომპანია დააგებს ზვიად გამსახურდიას პირველ შესახვევს, გველესიანების და ჭელიძის ქუჩას.  გველესიანის ქუჩაზე დაწყებულია სამუშაოები, ამინდის გამო შეფერხდა ზვიად გამსახურდიას პირველ შესახვევში სამუშაოების წარმოება. სავარაუდოდ, ამ კვირაში  კომპანია გააგრძელებს სამუშაოებს’’ - განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com