ამბები




რატომ ეწირება ცოცხლებისთვის საჭირო ნარგავები გარდაცვლილთა საფლავების მოწყობას?


ავტოქარხნის დასახლების მცხოვრებლებმა ავტოქარხნის ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვა გააპროტესტეს. მოსახლეობის განმარტებით,  უკვე რამდენიმე დღეა რაც მრავალწლოვანი ნარგავები ნადგურდება. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
 
მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა პარტია თავისუფალი საქართველოს წარმომადგენელი. გოგი წულაიამ აღნიშნულ ფაქტს ვანდალიზმი უწოდა და აღნიშნა, სახელმწიფოსთვის ბიზნესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარემოს დაცვა.  

,,ეს არის ვანდალიზმი და მეტი არაფერი, ესაა ქართული ბიზნესი და ქართველი ადამიანის ფულისმოყვარეობა. აი ქართული ბიზნესი - სასაფლაოს აკეთებენ და მოსახლეობას უქმნიან იმ გარემოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიხოცონ''- განაცხადა გოგი წულაიამ. 

როგორც გაირკვა ტერიტორია წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და იგი შპს ,,იოანეზე'' გასხვისდა. წყალტუბოს გამგეობაში განმარტავენ, რომ მათ ხეების გაჩეხვაზე ნებართვა არ გაუციათ. შესაბამისად, შპს გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა დააჯარიმოს. გარემოს დაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ რადგან ტერიტორია კერძოა, ისინი რეაგირებას ვერ მოახდენენ. იგივე განმარტებას იძლევიან ეროვნულ სატყეო სააგენტოშიც. 

შპს ,,იოანეს'' წარმომადგენელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა როგორც განმარტავს, მას ხეების მოჭრის ნებართვა აქვს. მისი თქმით, დაახლოებით 14700 კვ.მ ფართობი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან 2010 წელს შეიძინა.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა სანამ ხელისუფალნი გაერკვევიან ჰქონდა თუ არა შპს-ს ამ წიწვოვანი ხეების მოჭრის უფლება, ცოცხლებისთვის ასე სასარგებლო მრავალწლოვანი ნარგავები გარდაცვლილთა საფლავების მოწყობას შეეწირება.


скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com