ამბები




აწსუ-ში ახალგაზრდა პოეტის კრებულის პრეზენტაცია შედგა


აწსუ-ში ახალგაზრდა პოეტის ნინო თედორაშვილის მოთხრობებისა და ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი  სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტის დაფინანსებით გამოიცა. ნინოსთვის ეს პირველი კრებულია და როგორც თავად ამბობს, დღევანდელი დღე მისთვის სასიხარულოცაა და საპასუხისმგებლოც. 

23 წლის ნინო თედორაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მე-4 კურსის სტუდენტია. წარმოშობით იგი რაჭიდანაა. ახალგაზრდა პოეტის წიგნში მშობლიური მხარისადმი მიძღვნილი არაერთი ლექსია შესული. 

აწსუ-ს სახელოვნებო კვირეული 10 ივნისს დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან კვირეულის მონაწილეები, ასევე მოეწყობა ეთნოგრაფიული პარკი. ეთნოგრაფიული პარკის ფარგლებში უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ამსახველ გამოფენას წარმოადგენს.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com