ქუთაისს მესამე ვიცე-მერი ჰყავს
ნანახია: 1 313
|
6-06-2017, 13:22
|

ქუთაისს მესამე ვიცე-მერი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნა. დალაქიშვილი ქალაქის ხელისუფლებას მედიისთვის ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა იგი სოციალურ ქსელში მილოცვებს უკვე იღებს.
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის საოლქო ორგანიზაცია პარტიის იმერეთის კოორდინატორს ბ–ნ გრიგოლ დალაქიშვილს ულოცავს ქუთაისის ვიცე–მერის თანამდებობაზე დანიშვნას! ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წინსვლას და წარმატებებს!!! წარმატებები ყველა ნამდვილ 41–ებს !!!", - წერია ქუთაისის ორგანიზაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
დალაქიშვილი პარტია "ქართული ოცნების" წევრია. ის ბოლო დრომდე ბიზნესით იყო დაკავებული. ქუთაისის მერიაში მესამე ვიცე-მერის შტატი საკრებულოს 30 მაისის სხდომაზე დაემატა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განმარტებით, ახალი შტატის შექმნა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" მოთხოვნის შესაბამისად მოხდა.
скачать dle 12.0
მოქალაქე ჟურნალისტი