...
ამბები

ქუთაისში „თეატრალური იმერეთის 2017“ გაიხსნა

Avatar
T:555 000 289

ქუთაისში „თეატრალური იმერეთი 2017" გაიხსნა. ფესტივალი 27 მაისიდან დაიწყო და 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის თეატრლაური დასი მიიღებს. წელსაც ფესტივალი საერთაშორისოა და 14 ივნისს მას აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სადახლოს ქართული სახელმწიფო თეტრი სპექტაკლით „აივნანამ რა ჰქმნა'' დახურავს. სპექტაკლები 14 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს 7-ის ნახევარზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ფესტივალს, ტრადიცულად, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს. ფესტივალი საკონკურსოა და მესხიშვილის თეატრის გარდა, რომელიც ფესტივალში კონკურსგარეშე ერთვება, დანარჩენ მონაწილეებს 5-კაციანი ჟიური შეაფასებს. ჯილდო 14 ნომინაციაში გაიცემა.

ფესტივალის გახსნა ქუთაისს მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. ღონისძიებას გოგი ქავთარაძე, ქუთაისის მერი შოთა მურთულია, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ. 

ფეტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით იმართება. მას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა, თუმცა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ტრადიაცია 2012 წელს აღდგა . მას შემდეგ ქუთაისი იმერეთის თეატრალურ ფესტივალს ყოველწლიურად მასპინძლობს. უკვე 2016 წელს ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო .скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com