ამბები




ქუთაისში იმერეთის თეატრლაური ფესტვალი 2017 იწყება


ქუთაისში იმერეთის ,,თეატრალური ფესტივალი 2017'' იწყება. ფესტივალი 27 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ფესტივალში მარჯანიშვილის თეატრი და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრიც ჩაერთვებიან. წელსაც ფესტივალი საერთაშორისოაა და 14 ივნისს მას აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სადახლოს ქართული სახელმწიფო თეატრი სპექტაკლით „აივნანამ რა ჰქმნა'' დახურავს.

ფესტივალს ტრადიცულად ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს. მას მასპინძელი თეატრის დასი, სპექტაკლით „ რევიზორი „ გახსნის. 

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ სპექტაკლებს 6-კაციანი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები დაახლოებით 12 ნომინაციაში გამოვლინდებიან. წელს ნომინაციებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ დაწესებული კიდევ ერთი ქართული თეატრების ვარსკვლევების - სანზორ ხერხაძისა და ევა ხუტუნაშვილის პრიზები ემატება. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადეცემათ. 

ფესტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით იმართება. მას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა , თუმცა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ტრადიაცია 2009 წელს აღდგა. ამის შემდეგ ქუთაისი იმერეთის თეატრალურ ფესტივალს ყოველწლიურად მასპინძლობს.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com