პარლამენტთან სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულების მშენებლობა მიმდინარეობს


ქუთაისში, პარლამენტთან, სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულების მშენებლობა მიმდინარეობს. გახშირებული ავარიების გამო ქალაქს კუნძულებთან ერთად შუქნიშნებიც ემატება. 9 აპრილის ქუჩაზე კუნძულების და შუქნიშნების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 000 ლარი იხარჯება.

სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოადგილესთან - კონსტანტინე ქავთარაძესთან ერთად დაათვალიერა. გასულ წელს 24 სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი და 6 ახალი შუქნიშანი დამონტაჟდა.

,,წყობაა მოძრაობის მარეგულირებელი. გვექნება ე.წ კუნძულები, ასევე ამ კუნძულებზე იქნება გამწვანება ისე როგორც ეს ქალაქშია. მიმაჩნია, რომ კიდევ 2-3 ადგილი დაგვრჩა და ძირითადი კვანძები მოწესრიგებული იქნება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქალაქში გადაადგილება მეტად უსაფრთხო იყოს''- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. 


скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com