კოოპერატივმა „მეღვინეობა საზანო“ ღვინის ფესტივალს უმასპინძლა


 კოოპერატივმა „მეღვინეობა საზანო" ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალში  17 მონაწილემ   25 სახეობის  ღვინო წარმოადგინა. კონკურსანტები კომისიამ  შეაფსა. საბოლოოდ 2 გამარჯვებული გამოვლინდა.

 ,,ფესტივალი სახალხო დღესასწაული ,,ოქონობის'' გაგრძელებაა'' - განმარტა მასპინძელი კოოპერატივის წარმომადგენელმა.  გივი ჩუბინიძის თქმით  ,,ოქონობა'' წლებია მათ სოფელში იმართებოდა, თუმცა არა ამ  სახით . კოოპერატივი საზანო  არასამთავრობო ორგანიზაციის  მიერ  „ადამიანი გაჭირვებაში"ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. 

  ჟიურის მოწონება  შავი ღვინის კატეგორიაში სოფელ საზანოს მცხოვრები ზვიად თარგალაძის ოჯახში დაყენებულმა ციცქამ  დაიმსახურა ,ხოლო წითელი ღვინის კატეგორიაში სოფელ თუზის ოცხანურმა-საფერემ გაიმარჯვა . გამარჯვებულებს  ჯილდოს სახით სიმბოლორად ქვევრის ფორმის სასმისები გადაეცათ. 

 როგორც მასპინძელმა განმარტა ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ტრადიციისა , რომელსაც ოქონობასთან ერთად ღვინის ფესტივალის სახით  ჩაეყარა საფუძველი.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com