1 წლის ვივიანას დასახმარებლად ქუთაისის ოპერის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა

13 მაი, 2017 1 464


ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში 1 წლის ვივიანას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. გოგონამ უკვე ორჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება, აქვს უჟანგბადობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. თურქეთში მკურნალობისთვის საჭირო თანხა 15000 აშშ დოლარს შეადგენს, ჯანდაცვის სამინისტრომ იგი მხოლოდ 2000 ლარით დაააფინანსა.

ვივიანას დასახმარებლად როგორც თბილისის, ისე ქუთაისის თეატრის სოლისტები, სტაჟიორები და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები გაერთიანდნენ. ქუთაისის ორკესტრს სათავეში მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი ჩაუდგა. დამსწრე საზოგადოებას ქველმოქმედებასთან ერთად საშუალება ჰქონდა მსოფლიოში ცნობილი საოპერო არიებით და დუეტებით მიეღო სიამოვნება. მიუხედავად დამწრეთა სიმცირისა, კონცერტმა თბილ გარემოში აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.

კონცერტის ორგანიზატორი ფონდი თითქმის ორი წელია ფუნქციონირებს. მისი დამფუძნებლები ახალგაზრდა ტენორები არიან . პირველი საქველმოქმედო კონცერტი ფონდმა 2015 წელს გამართა. ქუთაისის ოპერის თეატრში გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად ოჯახს გადაეცემა. დახმარების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ ზარი, რომლის ღირებულებაა 1 ლარი, ნომერზე 0901701202.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: