ქუთაისში არტერიული წნევის უფასო სკრინინგ აქცია მიმდინარეობს


ავტოქარხნის დევნილთა დასახლებაში არტერიული წნევის უფასო სკრინინგ აქცია მოეწყო. აქცია არტერიული წნევის გაზომვის კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ყოველი წლის მაისის თვეს მოიცავს. ერთთვიანი კამპანიის ფარგლებში ქუთაისსა და რეგიონებში სხვადსხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიშლება კარავი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ გაიზომონ წნევა . არტერიული წნევის უფასო სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეები ც ჰეპატიტზეც შემოწმდებიან . ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება .
 
არტერიული ჰიპერტენზია ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან რამდენიმე ათეულით. არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეცილაისტის თქმით 2010 წლის მონაცემებით არტერიული ჰიპერტენზია საქართველოს მოსახლეობის 33%-ში იყო გავრცელებული. 2016 წლისთვის კი ამ მაჩვენებელმა მოიმატა. 

არტერიული ჰიპერტენციის კამპანია მსოფლიო ლიგის მიერ 2005 წლიდან ტარდება . მისი ფორმატი, ძირითადად, მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის განათლებაზეა ორიენტირებული.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com