ამბები

ქუთაისში გარემოვაჭრეთა დახლების დემონატაჟი მოხდა. რას აცხადებენ მერიაში?


ქუთაისში გარემოვაჭრეთა დახლების დემონატაჟი მოხდა. ქუთაისის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურული სამსახურის თანმაშორმლებმა ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეთა დახლებისგან ღამის საათებში გაწმინდეს. სამსახურის ხელმძღვენლის, ბაქარ ჭეიშვილის თქმით გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართები შესთავაზეს, სადაც 3 თვიან შეღავათს გაუკეთებენ. ე.წ „დამოუმორჩილებელ" გარემოვაჭრეებს კი მერია პოლიციას გადასცემს .

როგორც მერიაში აცხდებენ მათ უკვე გააფრთხილეს გარემოვაჭრეები შესაძლო საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს ზოგიერთ გარემოვაჭრეს ჯარამა არ აშინებს. ჭავჭავაძის გამზირზე ბაზრობის გარეთ რამდენიმე დახლი გასაყიდი პროდუქტით ისევაა გაშლილი. მოვაჭრეები მიზეზად რთულ სოციალურ პირობებს ასახელებენ. მათი განამრტებით ბაზარში გადასახადი დიდია, შემოსავალი კი მცირე. 

კოდექსის თანახმად, გარევაჭრობა 20-დან 50 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. ხოლო გარემოვაჭრე, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ განკარგულებას ან მოთხოვნას არ დაემორჩილება, 50-დან 100 ლარამდე დაჯარიმდება, ან შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღემდე ვადით.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com