ამბები




ქუთაისში "ამერიკის დღეები 2017"-ის კვირეული დაიწყო


  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში ამერიკის დღეების კვირეული გაიხსნა. პირველი ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში აშშ საელჩოს პრესატაშემ სასწავლებლის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლექცია წაიკითხა.
  "ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს წარმოუდგენლად მნიშვნელოვან მოკავშირედ და მეგობრად მიიჩნევს. ჩვენს აქ დღეს ვიმყოფებით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი ურთიერთობების 25 წელი . შეიძლება ითქვას რომ ეს დღე ყველაზე გამორჩეულია ამ 25 წლიანი ურთიერთობის მანძილზე და მომავალი წლებიც, რომლებიც ჯერ კიდევ წინაა, გაცილებით მეტად მნიშვნელოვანი იქნება . შემიძლია ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვთქვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს ხილვა და აშშ 100% საქართველოს გვერდითაა ამ საკითხებში. "
ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი კვირეული ქუთაისში 24 აპილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. კვირეულისა ფარგლებში სხვადსხვა სახის კულტურულ სპორტულ საგანმანათლებლო ღონისძიებებია დაგეგმილი. საბოლოოდ კი ამერიკული დღეების ქუთაისში ოპერისა და ბალეტის სახელმწუფო თეტრში გალა კონცერტით დასრულდება. 
  ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით 24-დან 28 აპრილის ჩათვლით ქუთაისის ჩათვლით 5 ქალაქში გაიმართება . ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com