სამეცნიერო პიკნიკი -"მეცნიერება სახალისოა" /MTAVARI/

21 აპრილი, 2017 1 560


  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების პოპულარიზაციიის მიზნით სამეცნიერო პიკნიკი სახელწოდებით ,,მეცნიერება სახალისოა'' მოეწყო. ღონისძიების მიზანი მეცნიერული მიღწვების სახალისო ფორმით წარმოჩენა იყო. სამეცნიერო პიკნიკი დასავლეთ საქართველოში პირველად მოეწყო და მასში მონაწილეობა ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის წყალტუბოს, საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.
  ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
  ,,მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში. თვითონ კონფერენციის მიზანი მეცნიერების პოპულარიზაციაა ანუ უნდა გადაითარგმოს, რომ მეცნიერება არ არის მხოლოდ ერთეულებისთვის მიღწევადი თემა. ეს არის თემა, რომლითაც შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს და ცხოვრებაც გაიიოლოს'' - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: