ამბები

ვანის რაიონის ინდივიდური გამრიცხველიანება დასრულდა


  ვანის რაიონის ინდივიდური გამრიცხველიანება დასრულდა. ბოლო სამუშაოები, მიმდინარეობდა სოფელ ყუმურში, რომლის აბონენტები, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას საკუთარი მრიცხველების ჩვენების მიხედვით მომავალი თვიდან შეძლებენ. თანამედროვე სტანდარტების ინდივიდუალური მრიცხველები, ქ. ვანის და რაიონის 27 სოფლის მოსახლოებას დაუმონტაჟდა, რაც რაიონში არსებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა 100 %-ს შეადგენს. ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს; აღნიშნული პროცესი მოიცავს აგრეთვე 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაციასაც, რომლის დროსაც ქსელის ინფრასტრუქტურის განახლება ხდება. „ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, კომპანიის ყველა აბონენტი შეძლებს ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას საკუთარი მრიცხველის ჩვენების საფუძველზე" – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯია"-ში. გამრიცხველიანების გეგმის მიხედვით, 2017 წლის ივლისის ბოლოს გამრიცხველიანებული იქნება სს „ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ყველა აბონენტი.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com