ამბები

მეზობლებს შორის კონფლიქტს ქუთაისში სროლა მოჰყვა /MTAVARI/


  ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან  მეზობლის სახლის მიმართულებით 3-ჯერ გაისროლა.  ტყიები რკინის ჯიშკარმა აისხლიტა. შემთხვევის შედეგად არვინ დაშავებულა. 
  ბუნა ხოტოველის განმარტებით,  ცეცხლი მისი დაშინების მიზნით გახსნეს . ხოტოველის  თქმით კოფლიქტი 1999 წელს მისი სახლის გაქურდვის შემდეგ დაიწყო. როგორც  ხოტოველი განმარტავს  , როცა მისი ბინა გაქურდეს ყველა ეჭვმიტანილი არ დაუჭერით . ერთ-ერთი მათგანი მისი მეზობელი იყო, რომელიც საზღვარგარეთ გაიქცა. სახლს ცეცხლი სწორედ  მიმალვაში მყოფი პირის ძმამ გაუხსნა. მიზანი საქმის წარმოების შეჩერება იყო .  ცეცხლის გახსნის განსხვავებულ მოტივებზე საუბროს ეჭვმიტანილის დედა . შორენა ჯაფარიძის თქმით  მეზობლიდან პირიქით მისი ოჯახის მისამართით ხორციელდებოდა ზეწოლა და მისი შვილის პროვოცირებაც სწორედ ამან გამოიწვია.  როგორც შსს-ში განმარტავენ სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე უკვე დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 236-ე მუხლით.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com