ქართული ენის დღესთან დაკავშირებით პატარებს წიგნები გადასცეს /MTAVARI/

14 აპრილი, 2017 1 389


  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მისმა მოადგილეებმა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ქუთაისის გასართობ ცენტრში საკუთარი ხარჯებით  უმასპინძლეს. თვითმმართევლობის წარმომადგენლებმა ქართული ენის დღესთან დაკავშირებით პატარებს ის წიგნები გადასცეს, რომლებიც მათ სურვილის ფურცლებში ჩაწერეს. ასევე, კინო "საქართველოს" მხარდაჭერით სპეციალურად ამ დღისთვის, გამონაკლისის სახით, ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა.
  ,,ჩვენ შევიკრიბეთ ლეიკემიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ამ ბავშვებს შევპირდით, რომ გადავცემდით პატარ-პატარა საჩუქრებს; წიგნებს, რომლებიც მათ სურდათ. საკუთარი ხარჯებით  შევიძინეთ საჩუქრები და მათ გადავეცით. ვფიქრობთ, რომ კიდევ გავაგრძელებთ ამ ბავშვების მხარდაჭერასა და გვერდში დგომას’’ - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ ლატარეამ. 
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: