ამბები

ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობას იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი ესწრებოდნენ


 
  ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე-5 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიბლიოთეკის შენობის საძირკველში კაფსულა ჩაუშვეს. ღონისძიებას იმერეთის გუნერნატორი, ქუთაისის მერი, უნივერსიტეტის რექტორი და მოწვეული სტუმრები ეწრებოდნენ. ბიბლიოთეკის მშენებლობას ქუთაისის მერია, განათლების სამინისტრო და თავად უნივერსიტეტი ერთობლივი ძალებით აფინანსებენ.
  ,,დაგეგმილია ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა, რომლის საძირკველშიც დღეს სიმბოლურად კაფსულა ჩავდეთ. სატენდერო პროცედურები გაიწელა, მაგრამ რაც მთავარია პროცესი დაიწყო. დიდი ალბათობით წლის ბოლოს, სადღაც ზაფხულში, კორპუსი უკვე აშენებული იქნება’’ -განაცხადა უნივერსიტეტის ლექტორმა გიორგი ღავთაძემ.
  ,,ასეთი ბიბლიოთეკა არცერთ უნივერსიტეტში და არცერთ ქალაქში არ იქნება, ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე ნაგებობა. როგორც მოგეხსენებათ იგი ძველია და 1933 წელს აშენდა გიორგი ახვლედიანის თაოსნობით.  აქ მილიონზე მეტი წიგნია თავმოყრილი, მათ შორის, სოხუმისა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წიგნები. ეს ბიბლიოთეკა კიდევ უფრო გაიზრდება, გაფართოვდება და რაც მთავარია, სამეცნიერო დონეზე მოხდება წიგნების დახარისხება და მათი ბიბლიოფილური მნიშვნელობის დადგენა''- აცხადებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე 
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com