ამბები

მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს /MTAVARI/


  ქრისტინე გაბუნია დახმარებას ითხოვს. მარტოხელა დედა 2 მცირეწლოვან ბავშვს მარტო ზრდის. მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს ბავშვის პენასია და სოციალური დახმარება წარმოადგენს , რომელიც უკვე ერთი თვეა რაც მოუხსნეს. 7 წლის თამუნას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს და მკურანლობას საჭიროებს . როგორც ქრისტინე განამარტავს, დახმარება საცხოვრებელი ბინის შეცვლის გამო მოუხსნეს. ბინის მონაცვლეობის შესახებ კი სოციალური სამსახურისთვის არ უცნობებია. "არ ვიცოდი, თუ ამის შესახებ უნდა მეცნობებინა '' -აცახდებს რესპოდენტი. 

  ოჯახისათის სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია . წულაის განმარეტებით სოციალური მომსახურების სააგენტოს კრიტერიუმები არასწორადაა გაწერილი და ეს შესაცვლელია.
  სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე ადასტურებს, რომ დახმარების მოხსნის მიზეზი ოჯახის მიერ მისამართის შეცვლა გახდა. მისი განმარტებით ამ დროისთის ოჯახს შეწყვეტილი აქვს რეგისტრაცია, თუმცა მიმართვის შემთხვევაში დამატებით განიხილავენ საკითხს.

  2015 წლის 1 მაისიდან სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭებისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა. ამოქმედდა სარეიტინგო ქულების დათვლის ახალი სისტემაც, რომელიც სტატუსის განსაზღვრისას ორიენტირებული იქნება ოჯახების შემოსავლებზე. სარეიტინგო ქულების განსაზღვრისას მხედველობაში აღარ მიიღება სოციალური აგენტის მოსაზრება,  ასევე გათვალისწინებული იქნება თავად ოჯახის საჭიროებები.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com