ამბები




ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმო ამოქმედდება /MTAVARI


სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება. ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმოს ასამოქმედებლად, ინვესტორს სახელმწიფო მიწას გადასცემს, ასევე, მეწარმე ისარგებლებს პროგრამით გათვალისწინებული ყველა მექანიზმით, მათ შორის - სესხის სუბსიდირებითა და საბანკო უზრუნველყოფის ნაწილში თანამონაწილეობით. განხორციელდება 1 360 000 ლარის ინვესტიცია და პროექტის სხვადასხვა ეტაპზე 60-მდე ადამიანი დასაქმდება. საფეიქრო ნაწარმის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება თბილისში, განხორციელდება 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და პირველ ეტაპზე საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com