ამბები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერის მიზნით წყალტუბოში ტრენინგი მიმდინარეობს


 
  იმერეთში რეგიონში არასრულწლოვანთა თემაზე მომუშავე პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის, სოციალური მუშაკებისა და მედიატორებისთვის სამდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენინგის მიზანს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა წარმოადგენს. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები ინფორმაციას აღდგენითი მართლმსაჯულების, საერთაშორისო სტანდარტების, განრიდების მექანიზმის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის და ინდივიდუალური მიდგომების შესახებ მიიღებენ.
  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და მის ერთ-ერთ მთავრ მიმართულებას განრიდებისა და მედიაციის პროგრამა წარმოადგენს . იგი არასრულწლოვანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ახალ მექანიზმს წარმოადგენს . პროგრამის მიხედვით 21 წელს მიუღწეველი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობისგან თუკი მან პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2016 წელს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას 21 წელს მიუღწეველი 784 პირი განერიდა. ამათგან, 462 არასრულწლოვანია, ხოლო - 322 სრულწლოვანი. შარშან მედიაცია 287 პირის მიმართ გამოიყენეს და 222 მედიაციის კონფერენცია შედგა.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com