...
ამბები

ცნობილი ქუთაისელი მხატვრის, გურამ გაგოშიძის, 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ

Avatar
T:555 000 289

  ცნობილი ქუთაისელი მხატვრის,  გურამ გაგოშიძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში, რომელიც ამჟამად გაგოშიძის სახელობის სამხატვრო  სალონს წარმოადგენს. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. ქუთაისის მერის განცხადებით,  მხატვრის ნამუშევრები ამიერიდან აღნიშნულ მისამართზე გამოიფინება და გურამ გაგოშიძის სახელობის სალონი სხვა ნიჭიერი ხელოვანების ნამუშევრებსაც უმასპინძლებს.
  ,,ჩვენ გურამ გაგოშიძის ოჯახმა მოგვმართა . მათ გვითხრეს, რომ   ბევრი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ნაშრომი  ინახებოდა თავიანთ სახლში, სადაც პრაქტიკულად არ იყო მათი გამოფენის შესაძლებლობა. ოჯახმა გვთხოვა გამოგვეძებნა ფართი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის განთავსება, ამიტომ ქუთაისის მერიის შუამდგომლობით ქუთაისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ამ მისიისთვის გამოეყენებინა ტერიტორია,  სადაც ამჟამად ვიმყოფებით და რომელიც ადრე ბიბლიოთეკის შენობა იყო.’’- აცხადებს შოთა მურღულია
  გურამ გაგოშიძის ოჯახისათვის მხატვრის იუბილეს მისალოცად ქუთაისელი ხელოვანები, მთავრობის წევრები და რიგითი თანაქალაქელები  შეიკრიბნენ.  იუბილეზე სტუმრები ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც იყვნენ ჩამოსულნი.
 
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com