ამბები




2016 წელს ქუთაისის მერიაში პრემიის სახით 450 455 ლარი გაიცა /MTAVARI/


 
 არასამთავრობო ორგნიზაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში პირთა სახელფასო ანაზღაურებას, პრემიებს, ჯილდოებს, დახმარებებს და სახელფასო დანამატებს ეხება.
  ენჯეოს ქუთაისის ოფისის კოორდინატორ ლელა მოწონელიძის თქმით,  2016 წელს  ყველაზე მეტი პრემია და დანამატი ქუთაისის მერიასა და საკრებულოში გაიცა.
  ,,იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ლიდერობს ქუთაისის მერია და საკრებულო, შემდეგ ადგილზე დგას ზესტაფონი. რაც შეეხება იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც გამოირჩევიან პრემიის გაცემის სიმცირით,  გახლავთ ბაღდათი. ქუთაისის საკრებულოში პრემიის სახით გაცემულია 86500 ლარი ,  სახელფასო დანამატის სახით - 67140,  ხოლო დახმარების სახით -  23730 ლარი.  რაც შეეხება მერიას,  პრემია გაცემულია 450455 ლარის ოდენობის, სახელფასო დანამატი - 195541ლარი,  ხოლო 88985 ლარი როგორც ბიულეტენი, დეკრეტი და მატერიალური დახმარება.''
  ლელა მოწონელიძის თქმით,  ენჯეო მოუწოდებს მერიასა და საკრებულოს არ გასცენ პრემიები დღესასწაულებზე და არ იყოს ეს მასიური, რათა პრემიამ არ დაკარგოს წამახალისებელი ფუნქცია. საჭიროა მისი გაცემისას გათვალისწინებულ იქნას თითოეული თანამშრომლის საქმიანობის მოცულობა და ხასიათი, ასევე საქმიანობის შედეგები.
 
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com