შოთა მურღულია: ,,მე მესმის, რომ ვიღაცას აწუხებს გზა რომ არ არის შეკეთებული, მაგრამ უნდა ავუხსნათ, რომ აზრი არ აქვს მის შეკეთებას''


,,ქუთაისში კანალიზაციის პროექტის დახვეწა მიმდინარეობს. როცა პროექტი დაიხვეწება,  სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება’’ -  ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა  მურღულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  მურღულიას თქმით, აღნიშნულ პროექტში 300 მილიონზე მეტი თანხა დაიხარჯება და გამოიცვლება მთლიანად ქსელი, რომელიც წინა საუკუნის 70-იან-80-იან წლებშია გაკეთებული და უკვე  ამორტიზებულია.
  ,,საუბარია ძალიან დიდ თანხაზე, ჩემი გათვლით სამას მილიონზე მეტი იქნება. ყველაფერი უნდა გამოიცვალოს : ქსელი, ცენტრალური მილები, უნდა აიგოს გამწმენდი ნაგებობა და  ქსელი მთლიანად უნდა  გამოვცვალოთ.  ეს ქსელი  წინა საუკუნის 70-იან-80-იან წლებშია გაკეთებული და უკვე ამორტიზებულია. არის რიგი უბნები ,სადაც  კატასტროფული მდგომარეობაა, ქალაქის 25 პროცენტში კანალიზაცია საერთოდ არ არის’’
  ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გზების კაპიტალური შეკეთება არ იგეგმება, ამ ეტაპზე თანხის დაზოგვის მიზნით  ყველა გზას მხოლოდ ორმოულად შეაკეთებენ.
  ,,ქუთაისის ინფრასტრუქტურაში ბოლო წლებში იდება კოლოსალური თანხა, ამიტომ ვეცდებით ცენტალური გზები შევაკეთოთ ორმოულად და  არ დავხარჯოთ დიდი თანხა. მე მესმის, რომ ვიღაცას აწუხებს გზა რომ არ არის შეკეთებული, მაგრამ უნდა ავუხსნათ, რომ ერთი წლის ან თუნდაც წელიწად-ნახევრის შემდეგ თუ თავიდან უნდა გადაიჭრას ეს ტერიტორია , მაშინ აზრი არ აქვს მის შეკეთებას.
  აღნიშნული პროექტი 2017 წლის ბოლოდან განხორციელდება.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com