...
ამბები

პირველი თოვლი და გიორგობა

Avatar
T:555 000 289

პირველი თოვლი და გიორგობა

ოჰო!


ამ გიორგობა დღეს, ღმერთმა თეთრი, ქათქათა თოვლით დაგვასაჩუქრა


დილიდან თოვს


უცებ გადაათეთრა არემარე


უკვე, ისეთი ამინდები იწყება სახლში გამოგხიზნავს


ყველაფერი მზად უნდა გქონდეს, მერე შუა თოვლში, რომ არ მოგიწიოს წარამა-მარა სიარული და საქმის გაკეთება!


ჩვენთან, სოფელში, ზამთარსაც თავისი ხიბლი აქვს.


თეთრად გადაპენტილი მთები, საუცხოო სანახავია


სახლებში შეყუჟული ხალხი, რომელთაც უეჭველად, ღუმელი თუ არა ბუხარი მაინც ექნებათ აგიზგიზებული


თუ, ამ დროს, ჩვენთან მოხვდებით და ვინმეს ჭიშკართან ჩაივლით, მასპინძელი აუცილებლად ჩაგიპატიჟებთ და სანამ, არყით კარგად არ შეზარხოშდებით, მანამ არ გამოგიშვებთ


მე, მივუჯდები ბუხარს, გვერდით ბაბუას დავისვამ და მოვაყოლებ ამბებს, ამ მთის და იმ ზღვის


ყველაზე მეტად, თავისი ბავშვობის ისტორიებს რომ მიყვება ის მიყვარს.
ყვება, თუ ადრე როგორ ცხოვრობდნენ, როგორი გაჭირვება იყო და ა.შ.





სოფლის საქმეები ზოგს მოთავებული აქვს. პირუტყვისთვის საჭირო საკვები მოტანილია, შეშაც ჩამოტანილი აქვთ, ზოგი ცას გაჰყურებს და ღმერთს ევედრებაა: იქნება, ერთი-ორი დღე გადააღებიო, მოვრჩები საქმეებს და მერე თუ გინდა 2 მეტრო დათოვე-ო


ღვინოც გადაღებულია უკვე


აწი იწყება დღესასწაულები თუ იწყებაო და მზად უნდა ჰქონდეთ ყველაფერი


ჰო, კიდევ, შობისთვის ღორსაც დაკლავენ და თუ გამოგვიართ, გაგასინჯებთ: შაშხს, არაყს (თუ გინდ ღვინოსაც), ცხელი მჭადიც მოუხდება ამათ და ბარბაცით გაგიშვებთ სახლში


ჩვენ ველოდებით როდის დავდგამთ თოვლის ბაბუას


ავდგებით დილით, ჩავიფუთნებით, ხელთათმანებს გავიკეთებთ, გავალთ გარეთ, გავაკეთებთ თოვლის ბაბუას, გვიხარია, თან უფროსების ძახილი ისმის: - შემოდით სახლში, გაიყინებითო


შემდეგ, სახლში შევალთ გასათბობად, გავთბებით, უნდა ვნახოთ თოვლის ბაბუა, მაგრამ სადააა?


ძაღლს არ მოწონებია და დაუნგრევია


ციგა გვაქვს კიდევ, დიდი ხნისააა!
ბაბუას გაუკეთებია და დღემდე შემოგვრჩა (კიდევ დიდხანს გაძლებს

)


თუ ხასიათზე ვართ და ძალიან არ გვცივა, მოვკიდებთ ხელს და მეზობლის თავდაღმართ მინდორზე დავეშვებით


მერე გაგვეყინება ხელები და შევდივართ სახლში


ადრე, იყო ხოლმე, რომ გზები თვეობით იკეტებოდა


რამდენჯერ, ნოემბრის შუა რიცხვებიდან, აპრილმადე დიდი თოვლი იდო!..ახლა ასე აღარაა! იწმინდება გზები და არც მოძრაობაა შეზღუდული


მე, არ ვგიჟდები ზამთარზე, ცოტათი მომწონს


მხოლოდ, იმიტომ რომ ვიცი ამ თოვლს, გაზაფხული მოსდევს


P. S.
თოვლთან ერთად, გიორგობას გილოცავთ სრულიად საქართველოს


წმიდა გიორგი გფარავდეთ მუდამ

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com