...
ამბები

სულს მხდის დანაგვიანებული გარემო,გული მეკუმშება!

Avatar
T:555 000 289


ხშირად მსმენია გამოთქმა:ჩვენს ბუნებას,ფლორას და ფაუნას,ჩვენ თუ არ გავურთხილდით,სხვა ვინ გაფრთხილდებაო? ამავ დროს, ხშირად ვხედავ ანტი საქციელს,რის გამოც ვბრაზობ,ვვაგიტატორობ,მაგრამ ამაოდ. დიდი მაშტაბით წარმოიშვა ეკოლოგიური პრობლემები,უსუფთაო ქუჩები,მდინარის ნაპირები და ა.შ მე ვარ ადამიანი,რომელსაც სიამაყით შეუძლია მოჰყვეს,დაუღალავად ჩემი სოფლის შესახებ.

ოჰ,მოსაყოლი იმდენია,შეიძლება გაზაფხულმაც მოგვისწროს.ჩემი სოფელი ტურისტული პოტენციალით მდიდარია,ტურისტების ბუმია ნევისმიერ სეზონზე...შესაბამისად ბევრ პრობლემასაც ვხედავ,ეკოლოგიასთან დაკავშირებით.სულს მხდის დანაგვიანებული გარემო,გული მეკუმშება! პრობლემის ამოსაფხვრელად ტარდება რიგი ღონისძიებები,მიმდინარეობს ჯგუფური დასუფთქვების აქციებიც,მეორე დღეს - კი ანალოგიური პრობლემაა.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა,თითქმის ყველა ხალხმრავალ ადგილას დადგეს ნაგვის ურნები, თუმცა ნაგვის ურნების ახლოს დაყრილ ნაგავსაც შეამჩნევთ,არა შიგნით ჩაყრილს,არამედ შორიდან მოსროლილს.
   წყალვარდნილი,ლომინას ტბა,კიდევ მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილები.სხვა მრავალი ბუნებრივი სანახაოებით განთქმული კინჩხა. სწორედაც,კინჩხა ასოცირდება ბუნებასთან,სიმშვიდესთან,სიწყნარესთან,სულის სიმშვიდის მაძიებელნი თავშესაფარს ჰპიულობენ აქ. პრობლემას აქა-იქ მიყრილი ნაგავი წარმოადგენს (მაინც რა გაუმაძღარნი ვართ ეს ქართველები),იმ დროსტარებაში "ტიპიური ქართველებისთბის",რომლების შამფურს ლესენ წყალვარდნილის ფონზე,კარგი,მამა-პაპური მწვადის შესაწვავად,დიდ პრობლემას არ წაემოადგენს ის დატოვებული ნაგავი,მთავარია კარგად მოილხინნენ. იქნებ შემედაოთ,რატომ მაინდამაინც ქართველებიო?დიახ,სწორედაც ქართველები,რომლებსაც მანქანიდან გამოსვლას და სანაგვე ყუთში ნაგვის ჩაყრას ურჩევნია იქვე,მანქანიდან გადმოუსვლელად,კომფირტულად მოისროლოს ფუთა,ან თრევას ამჯობინოს იქვე დატოვება (საკუთარი თვალით დანახული).
ბევრი მინახქვს გზად მომავალი უცხოელი ტურისტების ნაკადი,რომლებიც ისე მოკრძალებულად მოიარდნენ ადგილას და ერთ სიგარეტის ნამწვავს არ დააგდებდნენ.განა არ ჭამდნენ?განა მათ არ მოსწონდათ,ქართული მწვადიი და არ წვავდნენ?დიახ,მაგრამ იმ განსხვავებით,რომ ნაგავს არ ფანტავდნენ,მძიმე ზურგჩანთებით დაქანცულთ,მაინც არ ამძიმებდათ ნარჩენების სიმძიმე,ისე მიაბარებდნენ ურნას (უჰ,როგორ მიყვარს ასეთი ხალხი). რატო დავიწყე კინჩხიდან?იმიტომ რომ ყოველდღიური რეალობაა ჩემს თვალწინ.მე ვხედავ და მე მტკივა. ალბათ,ეს ყველაფერი იმის ბრალია ,რომ ფართო ჰორიზონტხედვა არ გაგვაჩნია,ვკმაყოფილდებით იმ დღით,როცა ბუნებაში გავისეირნებთ,დავტკბებით,სახლში წამოვალთ და დატოვებული ნაგვის ფიქრი სულ არ სჭვალავს გონებას.უბედურება ამაშია,ვერ ვხედავთ საფრთხეს,ჩვენი ხელით შექმნილს.რა შეიძლება გამოიწვიოს დაყრილმა ნაგავმა,ჯერ არამატო ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს,არამედ პირუტყვისაც.წლობით გაუხრწნელი პოლიეთინელის ნივთები,რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მომავალი თაობისთვის. ჯანსაღი,სუფთა ბუნება ,ხომჯანსაღი ცხოვრების საწინდარია,შევქმნათ ყველასთვის სრულფასივანი გარემო!
მოდით,დავარწმუნოთ ჩვენი თავი,რომ ნაგვის დაყრა სირცხვილია! ერთად გადავარჩინოთ ბუნება!

 მარიამ ჯიშკარიანი














скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com