ამბები




12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი


 
 
ვერძი–
სამსახურის საქმეებში წარმატება გელით. გარშემო მყოფების დახმარების გამო მათ პატივისცემასა და სიყვარულს დაიმსახურებთ. ზოგიერთს სურვილების ასრულება ელის. 

კურო
გააქტიურდებიან კონკურენტები და თქვენც მზად უნდა იყოთ, რათა გაიმყაროთ პოზიციები. გათვალეთ ყველა მოსალოდნელი ”სიურპრიზი” და სიტუაციის შესაბამისად იმოქმედეთ. 

ტყუპი
დღეს საშუალება მოგეცემათ გარშემო მყოფები, სპონსორები და პარტნიორები საკუთარი იდეებით დააინტერესოთ და მათი მხარდაჭერით განახორციელოთ ისინი. 

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ მათთან ურთიერთობის გარჩევას და ფულის ხარჯვას. 

ლომი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. საღამო დასვენებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას დაუთმეთ. 

ქალწული
სწორად გათვალეთ საკუთარი ძალები და ისე წამოიწყეთ ახალი საქმეები. საოჯახო საკითხები მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ. 

სასწორი
სარფიანად დააბანდეთ ფული. შეიძლება არაფრისმომცემი ურთიერთობის გაწყვეტამ, ძველ პარტნიორებთან დაშორებამ მოგიწიოთ. 

მორიელი 
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას სასიყვარულო პარტნიორთან და უფროსთან. მეტი მოთმინება გმართებთ და თავი შეიკავეთ გამონათქვამებისგან. 

მშვილდოსანი
ზოგიერთები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვებიან. თუმცა, ამის გამო ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან. 

თხის რქა
დღეს საინტერესო მასალები ჩაგივარდებათ ხელში. მათი სწორად გამოყენებით პოპულარობასაც მოიპოვებთ და მატერიალურ წარმატებასაც მიაღწევთ. 

მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კარგი დღეა განტვირთვის დღის მოსაწყობად, ორგანიზმის გასაკაჟებლად. აგრეთვე, დღეიდან დიეტის დასაწყებად. 

თევზები
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საღამო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ; ერთად დაგეგმეთ მომავალი. 
 
წყარო: astrologi.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com