30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 ივნისი, 2019 1 998


ვერძი
დღეს საინტერესო პროექტში ჩართვას შემოგთავაზებენ. თუმცა, სამსახურის საქმეების გამო საოჯახო ვალდებულებებს ნუ დაივიწყებთ. მზრუნველობას ნუ მოაკლებთ შვილებს, ოჯახის წევრებს. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. სანამ საყვარელ ადამიანს სერიოზულ თემაზე დაელაპარაკებოდეთ, კარგად გაიაზრეთ თითოეული სიტყვა. 

კურო
სამსახურის საქმეები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი უამრავ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ნუ მოაკლებთ ახლობლებს ყურადღებას, ხშირად შეეხმიანეთ საყვარელ ადამიანს. გამოიჩინეთ ინტერესი საოჯახო საქმეების მიმართ. ხელშეკრულებების გაფორმებისას იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. აკონტროლეთ საქმიანი პარტნიორები. საყვარელი ადამიანი სიურპრიზითა და მზრუნველობით გაანებივრეთ. 

ტყუპი
თუ რამე არ გამოგდით, საკუთარი თავი და არა გარშემო მყოფები უნდა დაადანაშულოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. სამსახურში სწრაფად მოგიწევთ მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. საღამოს მიხვდებით, რომ გამოწურული ლიმონივთ ხართ. სასიყვარულო შეხვედრა სხვა დღისთვის გადადეთ. 

კირჩხიბი
ენერგია და სწრაფად აზროვნება ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ. ნებისმიერ პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით. ეცადეთ, მხრებში გამართულმა და თავაწეულმა იაროთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ მეორე ნახევრის ნათესავების მიმართ. საყვარელ ადამიანს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარეთ. 

ლომი
სანამ ახალ პროექტებზე დაიწყებდეთ მუშაობას, დაგროვილ საქმეებში, ვალდებულებებში გაერკვიეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. გაუფრთხილდით ზურგს. აღადგინეთ გაწყვეტილი კავშირები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
მოაწესრიგეთ მიმდინარე საკითხები. საქმიან ქაღალდებს ხელის მოწერამდე ყურადღებით გაეცანით. მოიკითხეთ ნათესავები. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა საწინაღმდეგო სქესის მიმართ. საკმარისია მარტოობა. 

სასწორი
იმისათვის, რომ შვებულებაში გაემგზავროთ, დაწყებული საქმეები უნდა დაასრულოთ. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, კაპიტალდაბანდებისთვის. გაუფრთხილდით თვალებს, ღვიძლს. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. დაქორწინებულებმა აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. 

მორიელი
დღევანდელი დღის დაგეგმვისას თითოეულ დეტალს მიაქციეთ ყურადღება გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. დაღლილობის მოსახსნელად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, კარგია ვარჯიში ან ცურვა. მეტი დრო მოანდომეთ ჰობის, საინტერესო ფილმების ყურებას. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. 

მშვილდოსანი
დღეს გეგმების, იდეების განხორციელებას შეძლებთ. საღამოს ბავშვებთან და ძაღლთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ; ან სტუმრებს უმასპინძლეთ. კარგი დღეა გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩასატარებლად. გამოასწორეთ პირად ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები. 

თხის რქა
სამსახურის საქმეებში წარმატება გელით. შეარჩიეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობა. მოერიდეთ ორპირს, ნესტს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი. 

მერწყული
სამსახურში არ დაკარგოთ ავტორიტეტი და ფინანსები. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გაუფრთხილდით საკუთარ და ახლობლების ნერვებს. კარგია სამკურნალო ნაყენებისა და არომატული აბაზანის მიღება. კარგი დღეა პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად; თუ მოინდომებთ, ნებისმიერ ადამიანს თქვენდამი სიმპათიით განაწყობთ. 

თევზები
დღის განმავლობაში ხშირად შეეხმიანეთ ოჯახის წევრებს და ნათესავებს. მოინახულეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრები. დღეს ძალიანაც რომ მოინდომოთ, ავად ვერ გახდებით. კარგი დღეა კონტრასტული შხაპის მისაღებად; ვარჯიშისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: