...

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

Avatar


 
ვერძი - დღეს შეიძლება წარმატებულად გამოიყენოთ სიტუაცია კარიერაში და ფინანსურ ოპერაციებში. საღამოს მშობლებთან პრობლემები გექნებათ.


ლომი - ნუ შეეცდებით აუცილებლად საკუთარი აზრი გაიტანოთ, დღეს ეს სასურველ შედეგს არ მოიტანს. უმჯობესია საყვარელი სამუშაოთი დატკბეთ.


მშვილდოსანი - მიზანსწრაფულობა კარგი თვისებაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზუსტად იცით რას აკეთებთ და რა შედეგს მოიტანს თქვენი ქმედება. დაგეგმილ ქმედებებს ნუ გადაუხვევთ, წინასწარ დაუგეგმავი ნაბიჯები სიკეთეს არ მოუტანენ თქვენს საქმიანობას.


კურო - დღეს გექნებათ შესაძლებლობა მადლიერების გრძნობა გამოხატოთ მათ მიმართ ვინც კეთილია თქვენს მიმართ. ახალი საქმიანი კავშირების გაბმას შეძლებთ, ახალი გარიგება სარფიანი აღმოჩნდება.


ქალწული - ყველაფერი წარმავალია, ასე, რომ ეს პრობლემებიც გაივლის. მთავარია საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნოთ. საქმიანი პროექტების რეალიზებაში ნუ აჩქარდებით, ამის დროც მოვა.


თხის რქა - სასიამოვნო ცნობებს მიიღებთ. პირადი საქმეები დღედღეზე მოგიგვარდებათ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მოუსმინეთ მათ აზრს, მათი რჩევები სამომავლოდ დაგეხმარებათ, მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში.


ტყუპები - არასახარბიელო დღეა იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად. სამსახურში მცირე პრობლემებია მოსალოდნელი, ყურადღებით იყავით შესაძლებელია თქვენი მოტყუება სცადონ.


სასწორი - თუ დღეს სამსახურში დარწმუნებული ხართ, რომ გადაუდებელი საქმეები გაქვთ აუცილებლად დღეს მოაგვარეთ, ხვალისთვის ნუ გადადებთ მათ. თუ თავისუფალი დრო გექნებათ დღეს კარგია ფეხით გასეირნება.


მერწყული - მიუხედავად იმისა, რომ თავგადასავლები მოგენატრათ და დაგღალათ ერთფეროვნებამ, სამწუხაროდ დღეს მხოლოდ დაძაბული მუშაობა მოგიწევთ. შეეცადეთ მნიშვნელოვანი საქმიანი გადაწყვეტილებების მიღებისას ინტუიციას ენდოთ.


კირჩხიბი - კარგი იქნება დღეა რჩევას ან კონსულტაციას თუ სთხოვთ ახლობელ ადამიანებს, შეეცადეთ არ გააამჟღავნოთ საქმის ყველა დეტალი. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ აჩქარდებით ქმედებებში სანამ არ დარწმუნდებით, რომ სწორად იქცევით.


მორიელი - ბოლო პერიოდში,თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, დადებით მუხტს და ჰარმონიას მოგიტანთ, როგორც ოჯახურ ისე პირად ურთიერთობებში. ენერგია რომლითაც დღევანდელ დღეს დაიმუხტებით, არა მარტო თქვენზე, გარშემომყოფებზეც დადებითად იმოქმედებს.


თევზები - დღეს სამსახურში შესაძლებელია მცირე გაუგებრობები, თუმცა თუ ყველაფერს თანმიმდევრულად მიყვებით პრობლემები მოგვარდება. შეეცადეთ არ შეცდეთ პრიორიტეტების დასახვაში.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com