...
ამბები

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

Avatar

 
ვერძი:
დღეს თქვენ იქნებით ინიციატორი და ხელგაშლილი. ყველა წამოწყებული საქმე თქვენდა სასიკეთოდ წარიმართება. ურთიერთობა ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ.
კურო:
დღეს გექნებათ სირთულეები კოლეგებთან, მშობლებთან და უახლოეს ნათესავებთან ურთიერთობაში. დღის განმავლობაში უფრო სერიოზული და შრომისმოყვარე გახდებით. საღამოს თავს იჩენს ფინანსური პრობლემები.

ტყუპები:
შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ფიზიკური და სულიერი ძალები სასურველი საქმისათვის. ეს დღე შესაძლებლობას მოგცემთ, გადაწყვიტოთ რთული ამოცანები. სხვას დახმარება არ სთხოვოთ. ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ და თვითკმაყოფილებას იგრძნობთ.



კირჩხიბი:
გაგიძლიერდებათ სასიცოცხლო პოტენციალი და შემოქმედებითი უნარი, ამავე დროს გამოჩნდებიან ახალი და, ამასთან აქტიური პარტნიორები, რომლებიც საჭირო დახმარებას გაგიწევენ, ეს კი, ცხადია, გაგიადვილებთ ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებას.


ლომი:
თამამად მიიღეთ მონაწილეობა ლატარიისა და პრიზების გათამაშებაში. მოგების დიდი შანსი გაქვთ და ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. დღეს მამაკაცები თქვენით იოლად მოიხიბლებიან. თქვენზეც ვრცელდება ის, რაც ქალ თევზებს ვუწინასწარმეტყველეთ-წარმატება გელით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. თუ თქვენი ხელმძღვანელი ქალია, მაშინ ხომ მთლად აშენებულხართ. ერთი თაიგულით შეგიძლიათ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოთ.
ქალწული:
წინ საკმაოდ ენერგიული დღე გელით. ერიდეთ კონფლიქტებს. საშუალება მოგეცემათ, ყველაზე რთული დავალებაც კი მარტივად გადაწყვიტოთ.


სასწორი:
დღეს ყველაფერი ადვილად გამოგივათ. წარმატება გელით საქმიან მოლაპარაკებებზე. პირად ცხოვრებაში იდილიური სიტუაცია შენარჩუნდება.


მორიელი:
ჰარმონიული ურთიერთობების დღეა, ამიტომ დროის მნიშვნელოვანი ნაწილი საყვარელ ადამიანსა და ოჯახის წევრებს დაუთმეთ. საქმიანი შეხვედრები მომავლისთვის გადადეთ. თუ თქვენი პროფესია შემოქმედებას უკავშირდება, წარმატება გელით. შესაძლოა, წვეულებაზე გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.


მშვილდოსანი:
დღის ბოლოს შედეგები შეაჯამეთ და ოჯახურ პრობლემებს მიხედეთ. წინ სიყვარულით, შემოქმედებითა და დასვენებით ტკბობა გელით. შემდეგ კი–საქმეები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, რომლებიც აგრეთვე წარმატებას გიქადიან.


თხის რქა:
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მოვლენების ნაკლებად შემცველი და მშვიდობიანი იქნება თქვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან გიყვართ დანის წვერზე სიარული, დღეს ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, ასე რომ თავი დაანებეთ ცხოვრების ზედმეტად გართულებას.


მერწყული:
დღეს ნუ აიღებთ ვალს. იყავით თავდაჭერილნი.მეტი დრო დაუთმეთ მეგობრულ კონტაქტებს. ნუ იკამათებთ და ნუ აყვებით ფანტაზიებს. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეს. ეცადეთ დღეს მხოლოდ ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ.


თევზები:
დღეს ფრთხილად იყავით, საქმიან ურთიერთობებში გაუგებრობებია მოსალოდნელი.ბევრი ცხოვრებისეული მომენტის დამალვას მოინდომებთ სხვებისგან. საიდუმლო სასიყვარულო გრძნობა კი შესაძლოა ახალი შემოქმედებითი ბიძგის მიზეზიც გახდეს. გაიზრდება ცვლილებების სურვილი.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com