ამბები

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი





 
ვერძი - ცხოვრების დამატებითი სახსრების მოძიებისთვის აქტიური საქმიანობა დღეს შედეგს არ მოიტანს. გამოიჩინეთ ყურადღება, თუ კარგად ხედავთ ზღვარს, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ და განაგრძოთ დაწყებული საქმე. საღამოს განთავისუფლდებით საზრუნავისგან, იჭორავებთ ტელეფონზე ან შეხვდებით ნათესავებს.


ლომი - დღეს ოჯახის წევრებს შორის მომრიგებლის როლს მშვენივრად ართმევთ თავს. თუმცა, ამან თქვენი პირადი გეგმები შეიძლება, შეცვალოს კიდეც. სასიყვარულო ფრონტზე ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რადგან დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვას ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია.


მშვილდოსანი - ნუ დაკარგავთ დროს ურთიერთობების გარკვევაზე. ეცადეთ, იყოთ დამთმობი-სიჯიუტემ შეიძლება, საყვარელი ადამიანი დაგაკარგვინოთ. კარგი იქნება, თუ მეგობრებთან სტუმრობისთვის გამონახავთ დროს. გამორიცხული არ არის, რომ გეგმის შეცვლა მოგიხდეთ, მაგრამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. დღის ბოლოს თქვენს მოსაზრებებს მეტი გულისყურით მოისმენენ.


კურო - ელოდეთ სიურპრიზებს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ახლობლები დაგეხმარებიან ახალი სამსახურის დაწყებაში. ყურადღებით იყავით წამლებთან, არ გადააჭარბოთ დოზას.


ქალწული - დღეს, თქვენი პარტნიორების ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოექცევით. ისინი შეეცდებიან კონფლიქტში ჩაგითრიონ. უმჯობესია, რომ მათ არ აჰყვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სამსახურიდან დაგითხოვონ.


თხის რქა - თქვენი შემოქმედებითი წარმოსახვა შექმნის თვალსაჩინო, დაუვიწყარ სახეებს. ამ მიზნით შეგიძლიათ ეწვიოთ მეგობრებს, ნათესავებს, ბავშვის რეპეტიტორს ან მწვრთნელს. დასვენება ან კულტურული ღონისძიება დღეს უჩვეულო ესთეტიკურ ან სულიერ სიამოვნებას მოგანიჭებთ. საღამოს საათები ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას, საქმიან ურთიერთობას


ტყუპები - დღეს მაქსიმალურად მოახდენთ საკუთარი ინტელექტუალური უნარის რეალიზებას. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოსალოდნელია წარმატებები, როგორც სასიყვარულო საქმეებში, ისე კარიერაშიც. საგრძნობლად მოიმატებს სასიცოცხლო პოტენციალი.


სასწორი - საინტერესო, ძლიერ მამაკაცთან შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაში ცვლილებებს შეიტანს. ნუ იქნებით ინერტული, იაქტიურეთ სასურველი მიზნის მისაღწევად. გარკვეული პერიოდის შემდეგ დარწმუნდებით, რომ სწორად მოიქეცით. ნუ მისცემთ , მეგობრებს საბაბს, რომ გაგაკრიტიკონ.


მერწყული - საქმეები ლამის მთელ დღეს წაგართმევთ. თუმცა საღამოს ცოტა ამოსუნთქვასაც მოახერხებთ. ბავშვების პრობლემებს უთუოდ მოაგვარებთ.


კირჩხიბი - მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი აქტიური საქმიანობისაკენ გიბიძგებთ. თქვენ მთელ სამყაროს ვარდისფერ ფერებში დაინახავთ და საკუთარ გზაზე ვერცერთ დაბრკოლებას ვერ შეამჩნევთ. თქვენი დეპრესია და ავადმყოფობა წარსულს ჩაბარდება, ადამიანებთან ურთიერთობა კი ახალი ენერგიით აგავსებთ.


მორიელი - გამოიჩინეთ მოთმინება, სიფრთხილე გმართებთ კოლეგებთან ურთიერთობისას. სასიყვარულო ურთიერთობებში ნუ აჩქარდებით. თითოეული ნაბიჯი კარგად გაიაზრეთ და შემდეგ გადადგით. ერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს.


თევზები - დღის ბოლოს სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. ახლა, საერთოდაც, წინსვლისა და წარმატების პერიოდი გიდგათ. რითაც მაქსიმალურად უნდა ისარგებლოთ. საღამოს შემოსავალს ელოდეთ.
 скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com