26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი


ვერძი
წარმატება თქვენ მხარესაა. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. იყავით პოზიტიური; კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ, თავგადასავლები გელით. 

კურო
გვიანობამდე საწოლში ნუ ინებივრებთ. წამოდექით და საქმეების მოგვარებას შეუდექით. გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, მოაწესრიგეთ აგარაკი. მეგობრებთან ერთად პიკნიკი მოაწყეთ. 

ტყუპი
მეტი ყურადღება გმართებთ ნათესავების რჩევებისადმი. ზოგიერთი გენიალურ იდეას მოგაწვდით. კარგი დღეა შოპინგისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. 


კირჩხიბი
ნებისმიერ წამოწყებაში მეგობრებისა და კოლეგების დახმარებით წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, საკუთარი პრობლემები არ მოახვიოთ ოჯახის წევრებს. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის. 

ლომი
პოზიტიური დღე გელით. მოაგვარეთ გადაუდებელი საქმეები. მეტად დაისვენეთ. სიურპრიზებით გაანებივრეთ ოჯახის წევრები. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად კულტურულ ღონისძიებას დაესწარით. 

ქალწული
კარგი დღეა იდეების, განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საღამოს პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით. 

სასწორი
ფორტუნა გწყალობთ და ნებისმიერ საქმეში ხელი მოგემართებათ. საღამოს მოაწყვეთ საოჯახო ვახშამი. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაანებივრეთ. 

მორიელი
მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. ზოგიერთი საიდუმლოს გაგიმხელთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის - წამოწექით ან ტყეში გაისეირნეთ. საყვარელ ადამიანს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. 

მშვილდოსანი
თამამი და მიზანდასახული ხართ. არაფერი შეგიშლით ხელს, რომ განახორციელოთ ახალი იდეები, დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. 

თხის რქა
დღეს მიხვდებით, რომ სასწაულები ისევ ხდება. შეიძლება აგისრულდეთ ის, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. კარიერა იდეალურად გაქვთ, გამონახეთ დრო პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. 

მერწყული
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. შუადღიდან - საოჯახო ვალდებულებებს. მზრუნველობას ნუ მოაკლებთ საყვარელ ადამიანს. საღამოს ბავშვებთან ერთად გაერთეთ. 

თევზები
საინტერესო იდეები დაგებადებათ. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად; შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაისეირნეთ ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.




скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com