ამბები

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი


 

 

ვერძი
სამსახურში მოერიდეთ სიახლეებს, ახალი პროექტების დაწყებას. ეცადეთ, დაასრულოთ მიმდინარე საქმეები. კარგი დღეა საყიდლებისთვის და საჩუქრების შესაძენად.

 

კურო
საქმეების დასრულებას მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერით შეძლებთ. მთავარია, არ მოგერიდოთ და სთხოვოთ. ოპტიმიზმით აღიჭურვეთ და ყველაფერი გამოგივათ.

 

ტყუპი
ვარსკვლავები თავგადასავლებს გპირდებიან. სარისკო ქმედებებიც კი თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. ზოგს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელის.

 

კირჩხიბი
მოთმინებით აღიჭურვეთ და საკუთარი საქმეების მოგვარება გავლენიან მეგობრებს სთხოვეთ. საღამო საოჯახო საქმიანობასა და შვილებს დაუთმეთ.

 

ლომი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და საყიდლებისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ზოგს კარიერული წარმატება ელის.

 

ქალწული
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ეცადეთ, თქვენს ოჯახში ჰარმონიამ დაისადგუროს.

 

სასწორი
კარგი დღეა მეგობრული და საქმიანი შეხვედრებისთვის. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

 

მორიელი
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საქმიანი შეხვედრებისა და ახალი პროექტების განსახილველად. პირადი ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

 

მშვილდოსანი
მოერიდეთ სარისკო და პროვოკაციულ ქმედებებს. ეცადეთ, ეს დღე ისე გაატაროთ, რომ არც საქმიანი და არც სასიყვარულო პარტნიორი არ გაანაწყენოთ.

 

თხის რქა
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. კარგად შესრულებული სამუშაოს გამო კოლეგებისა და უფროსის შექებას დაიმსახურებთ.

 

მერწყული
წარმატებული დღე გელით. დღეს ყველა საქმე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. თუმცა, უნდა მოერიდოთ კამათს გარშემო მყოფებთან და არც დახმარებაზე უთხრათ ვინმეს უარი.

 

თევზები
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ზოგს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის. დღის მეორე ნახევარი დასვენებასა და საოჯახო საქმეებს დაუთმეთ

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com