ამბები




7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი


 
ვერძი - ნუ დაიშურებთ ძალებს დასახული მიზნის მისაღწევად. განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას მიაქციეთ. ყველაფერი რასაც დღეს გააკეთებთ მომავალში შედეგს მოიტანს.


ლომი - სამსახურში დღეს სასურველია იყოთ ძალზე ფრთხილი და ყურადღებიანი. ყველა მომხდარი მოვლენა სასიკეთოდ წაგადგებათ, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ. შესაძლებელია იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელთანაც თქვენ ოდესღაც გაკავშირებდათ სამსახური და რომელიც თქვენ დიდი ხანი არ გინახიათ. მაგრამ ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს.


მშვილდოსანი - დღეს, სასურველია მეტი ყურადღება დაუთმოთ ოჯახს, დღის მეორე ნახევარში შენაძენი ნივთი სასიამოვნო იქნება თქვენთვის. დღეს ელოდეთ სასურველი წინადადების შემოთავაზებას.


კურო - ეცადეთ სწორად დაგეგმოთ სამომავლო საქმეები. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრა. ასევე ნათესავებთან ან მეგობრებთან ტელეფონით საუბარი. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ეცადეთ დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.


ქალწული - წინ წარმატებული პერიოდი გელით. დღის პირველი ნახევარი თავგადასავლებით იქნება დატვირთული. სიყვარულში რომანტიკული პერიოდი დაგიდგათ. ხელმძღვანელობასთან კონფლიქტებს ერიდეთ.


თხის რქა - დილის გამამხნევებელი ვარჯიში დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. დღე სასიამოვნო გარემოში გაატარეთ, საღამოს წვეულებაზე წასვლა არ გაწყენდათ.


ტყუპები - წინ სიურპრიზებით სავსე დღე გელით. ფინანსურ ოპერაციებს ერიდეთ. დროის მნიშვნელოვანი ნაწილი საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. კარგი იქნება თუ საღამოს ქალაქგარეთ გახვალთ და მობილიზებას გაუკეთებთ საკუთარ აზრებს.


სასწორი - გირჩევთ, დროებით გადადოთ მოუგვარებელი საქმეები და მათ შესასრულებლად დრო არ დახარჯოთ. შეეცადეთ, ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ. ნუ გააკეთებთ აქცენტს ნეგატიურზე, რადგან ეს მელანქოლიურ განწყობაზე დაგაყენებთ.


მერწყული - ეს დღე წარმატებულია მოგზაურობისათვის, განსაკუთრებით ისეთი მოგზაურობისათვის, რომელზედაც დაკავშირებულია ფინანსური საკითხები. თქვენ შეძლებთ გამოავლინოთ პროფესიონალიზმი. საღამოს უკეთესი იქნება თუ დაისვენებთ და ოჯახთან ერთად წახვალთ სავახშმოდ.


კირჩხიბი - წინ რთული დღე გელით. ძალების მობილიზება გმართებთ, რათა ყოველდღიური მოვალეობები შეასრულოთ. ეცადეთ გუნდური პრინციპით იმუშაოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ.


მორიელი - დღეს ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისგან სიამოვნებას მიიღებთ. მოგიწევთ საყვარელ ადამიანთან სერიოზული საუბარი და შესაძლებელია კამათიც. მიხედეთ ჯანმრთელობას.


თევზები - სამსახურში ცვლილებებია, სხვათა შორის თქვენს სასარგებლოდ. ყველაფერი კი თქვენი პირადი მომხიბვლელობის ბრალია. საჭირო გადაწყვეტილების მიღებისას, ყველაფერი კარგად გაანალიზეთ და ისე იმოქმედეთ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com