ამბები




4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი


 ვერძი: დღეს ფინანსურ და ეკონომიკურ წარმატებას მიაღწევთ. ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ სამომავლოდ უნიკალური მოგზაურობა დაგეგმოთ. ეცადეთ მაქსიმალური თავშეკავებულობის გამოჩენას და გახსოვდეთ, რომ ამ გზით შეძლებთ ყოველგვარი ჩანაფიქრის ასრულებას.

კურო: დღეს კარიერული წინსვლა გელით. ეცადეთ სხვადასხვა პროექტების შექმნას და შემდეგ ამ საქმეებზე დაუღალავად იმუშავეთ. თქვენ მუხლჩაუდრეკელ შრომას აუცილებლად შეამჩნევენ და დაგიფასებენ კიდეც.

ტყუპები: დღეს ნამდვილად წარმატებული დღე გელით. შესაძლოა საქმიან შეხვედრებზე დასწრება მოგიწიოთ და თუ იძულებული იქნებით საკუთარი აზრი გამოთქვათ, სიტყვის წარმოთქმამდე კარგად დაფიქრდით. არ აჩქარდეთ და ყოველ სიტუაციას ლოგიკური გაგრძელება მოუძებნეთ.

კირჩხიბი: თქვენ შეძლებთ დღევანდელი დღის ნაყოფიერად გატარებას. ეცადეთ ყოველგვარი მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ. ამასთანვე გარკვეულ საკითხებში შესაძლოა თქვენი ახლობლების რჩევაც დაგჭირდეთ. მოუსმინეთ მათ და თქვენთვის მისაღები რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ლომი: დღეს ბევრი თავგადასავალი გელით. როგორც კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაში. ეცადეთ პირად ცხოვრებაში დასახული გარკვეული მიზნები დღეს აქციოთ რეალობად. არ შეუშინდეთ შესაძლო შედეგებს, დღეს ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებული დარჩებით.

ქალწული: დღეს მეტად ნეგატიური დღე გელით. ეცადეთ გადაჭარბებული ემოციურობით არ მიუდგეთ ყოველგვარ დეტალსა და წვრილმანს. ამავდროულად თქვენი უარყოფითი განწყობის გამო შესაძლოა გარკვეული კონფლიქტების წარმოქმნის მიზეზი გახდეთ ირგვლივ მყოფებში. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და აკონტროლოთ იგი!

სასწორი: დღეს დაძაბული დღე გელით, რასაც მრავალი ახალი საქმის გამოჩენა განაპირობებს. ეს ყველაფერი პირად ცხოვრებას მოგწყვეტთ, მაგრამ ეცადეთ საყვარელ ადამიანს დღის განმავლობაში ერთხელ მაინც დაუკავშირდეთ, თორემ შესაძლოა ასეთმა სიტუაციამ გარკვეული დაბრკოლებების წინაშე დაგაყენონ.

მორიელი: დღე სამსახურში დადებითად განვითარდება, თუმცა იგივეს თქმა შეუძლებელია თქვენი პირადი ცხოვრების შემთხვევაში. ამ მხრივ გარკვეული ჩავარდნებია მოსალოდნელი. ეცადეთ პრობლემებს მარტივად შეხედოთ და მათი გადაწყვეტის ასევე მარტივი გზა იპოვოთ.

მშვილდოსანი: თქვენი მიზანსწრაფულობა შეუმჩნეველი არ დარჩება. დღეს ახალ საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ და ეს ახალი საქმეები დამშვიდების საშუალებას მოგცემენ. ეცადეთ გამოთავისუფლებული თავისუფალი დრო საკუთარ თავს მოახმაროთ.

თხის რქა: 4 თებერვალი სასიყვარულო ურთიერთობისთვის დადებითი დღეა. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა მოგინდეთ და სამომავლოდ ეს ადამიანი შესაძლოა თქვენი მეორე ნახევარიც კი გახდეს!

მერწყული: შესაძლოა გარკვეულ დაბრკოლებებს გადააწყდეთ როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. პრობლემების მოგვარებისას ეცადეთ დაძაბულობის მოხსნას და მარტივი გზების მოძებნას.

თევზები: დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ძველ ნაცნობებს შეხვდეთ, რაც საშუალებას მოგცემთ სამომავლოდ დადებითობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან საქმეებს დღის მეორე ნახევარში მოაგვარებთ.
 
 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com