...
ამბები

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

Avatar
T:555 000 289

 
ვერძი - აჯობებს თქვენს გულში დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელთაც აქამდე, გარშემომყოფთაგან გულმოდგინედ მალავდით ვინმეს, თუნდაც საუკეთესო მეგობარს გაენდოთ. თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან, ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. დროა საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.


ლომი - ეს დღე მაღალი აქტიურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით სამუშაო პერიოდი. სამსახურში მხარდაჭერა გექნებათ. შესაძლებელია ახალი რომანტიული ურთიერთობა დაიწყოთ.


მშვილდოსანი - დღეს, რისკი გამართლებულია. თამამად შეგიძლიათ გარეგნობაში ცვლილებები შეიტანოთ. ხელმძღვანელობასთან კონფლიქტური სიტუაციებისაგან თავი შეიკავეთ. სასიყვარულო ურთიერთობებში ლიდერის პოზიციას დაიკავებთ.


კურო - მჭიდრო კავშირი იქონიეთ ბუნებასთან. ყველაზე ძვირფასი ოჯახური სიმყუდროვეა. ზოგს თავსატეხი გაუჩნდება, ზოგი სიყვარულს იპოვის. დასვენება და გართობა გელით, ზოგი კიდევ ჩხუბსა და კამათს ვერ ასცდება. მეტისმეტი სერიოზულობა გავნებთ. იუმორის გრძნობა ხომ თქვენი საიდუმლო იარაღია.


ქალწული - თუ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეთ ან გსურთ, რადიკალურად განსხვავებულ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, ეს დღე ამისთვისაა განკუთვნილი. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.


თხის რქა - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მკვეთრად იკლებს, აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ ან დღის ბოლოს, აპათიური განწყობა დაგეუფლოთ. ნუ დაღონდებით, ეს ყველაფერი დროებითია. განწყობის ასამაღლებლად კარგი იქნება, რომელიმე კულტურულ ღონისძიებას თუ დაესწრებით ან საგამოფენო დარბაზებს მოინახულებთ. საღამო მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატარეთ, ბავშვებთან ურთიერთობა ან უბრალოდ, კარგად გამოძინება შესამჩნევად აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსს.


ტყუპები - ამ დღეს დაგჭირდებათ, როგორც მორალური ასევე ფინანსური მხარდაჭერა. სამახურიდან შესაძლებელია მოგიწიოთ არაგეგმიური მოგზაურობა, რაც განტვირთვისთვის დაგეხმარებათ.


სასწორი - დღეს ყველა პირობა არსებობს საქმეში წარმატების მისაღწევად. თქვენ პატივმოყვარე ხართ და ამიტომ სიფრთხილე გმართებთ, პარტნიორებთან ურთიერთობაში საქმეები არ გაგირთულდეთ, მათ წინსვლას ბარიერები არ აღუმართოთ. ზოგჯერ ისინი თქვენს თანადგომასა და მხარდაჭერას საჭიროებენ.


მერწყული - დღეს სამომავლო გეგმების ხორცშესხმაზე იზრუნეთ. ეცადეთ იმიჯიც შეიცვალოთ. პირად ცხოვრებაში რადიკალური ნაბიჯებისაგან თავი შეიკავეთ. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ, წადით კინოში ან თეატრში.


კირჩხიბი - დღეს შეიძლება გქონდეთ ცვლილებები სამსახურში, არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ არასწორად შეაფასოს თქვენი საქმიანი აქტიურობა და ჩაგთვალოთ ზედმეტად თავდაჯერებულად. დღეს გელით მატერიალური სირთულე. მთელი დღის განმავლობაში მოგიწევთ შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან.


მორიელი - მთელი თქვენი დიპლომატიური ნიჭის გამოვლენა მოგიწევთ, რადგან დღეს მრავალ ადამიანს შეხვდებით-მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც მაინდამაინც გულზე არ ეხატებით. მშვიდი და წყნარი დღე საშუალებას მოგცემთ, ახლო მომავლის გეგმები დასახოთ. შესაძლოა, საინტერესო მივლინებაში გამგზავრების შანსი გამოგიჩნდეთ


თევზები - დღის პირველი ნახევარი ნაკლებ პრობლემური იქნება. ეცადეთ, ცხოვრებისა და საქმიანობის ანალიზი გააკეთოთ, რაც მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ საყვარელ ადამიანს სიყვარულში ჯერ კიდევ არ გამოტყდომიხართ, ეს დღე ამისათვის იდეალურია.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com