ამბები

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი


 
ვერძი - თქვენს ხუმრობაზე დღეს არავინ გაიცინებს, მაგრამ ხვალ, ზეგ და მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება პირიქით მოხდეს.


ლომი - შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ფიზიკური და სულიერი ძალები სასურველი საქმისათვის. შესაძლებლობა მოგეცემათ, გადაწყვიტოთ რთული ამოცანები. სხვას დახმარება არ სთხოვოთ. ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ და თვითკმაყოფილებას იგრძნობთ.


მშვილდოსანი - დღეს, სურვილები აგისრულდებათ, რაღაც გტანჯავთ, მაგრამ საბოლოოდ გაგიმართლებთ სიყვარულშიც.


კურო - დღეს უმჯობესია დაისვენოთ. არ დაგეგმოთ არანაირი საქმიანი შეხვედრა, უმჯობესი იქნება მოლაპარაკებები იქით კვირისთვის გადადოთ.


ქალწული - ეს დღე კარგია პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად. შესაძლოა წვეულებაზე შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. თამამი ნაბიჯებისაგან თავს ნუ შეიკავებთ.


თხის რქა - დღეს ბევრი სიურპრიზი გელით. განსაკუთრებული ყურადღება საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. ენდეთ თქვენ შინაგან ხმას და ისე იმოქმედეთ.


ტყუპები - დღეს გელით ფინანსური დანაკარგი. ყველაფერი ეს კი თქვენი ზედმეტი თვითდაჯერებულობის ბრალია. არ არის გამორიცხული, რომ საღამოს თქვენ გელით სასიამოვნო შეხვედრა. ვარსკვლავები გამცნობენ , რომ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ახლობლები. საღამოს ელოდეთ სასიამოვნო სტუმრებს.


სასწორი - დღეს თქვენი ცხოვრებისეული ენერგია პიკს მიაღწევს. ამიტომ ნებისმიერ რთულ საქმესაც ადვილად მოაგვარებთ. წარმატება გელით ახალი საქმის წამოწყებისას. სიყვარულში გაგიმართლებთ.


მერწყული - ახალ საქმეს ენერგიულად მოჰკიდეთ ხელი. ამ დღეს საშუალება მოგეცემათ საქმიან პარტნიორებთან სასურველი გარიგებები დადოთ. საყვარელ ადამიანს დიდი დრო დაუთმეთ, გაუკეთეთ საჩუქარი, ამ ჟესტით მას ძალიან გაახარებთ.


კირჩხიბი - დღეიდან რთული პერიოდი დადგება თქვენს ცხოვრებაში, ამ პერიოდში გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო როცა მიიღებთ გადაწყვეტლებას დარწმუნებული უნდა იყოთ მის სისწორეში. ვარსკვლავები გირჩევენ არ მიიღოთ დაუფიქრებელი და არამოტივირებული გადაწყვეტილებები.


მორიელი - ეცადეთ, გარშემო რაიმე შეცვალოთ. კარგი იქნება, თუ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე იზრუნებთ. დღევანდელ დღეს წონის დაკლებას ადვილად მოახერხებთ. გაუფრთხილდით ნერვებს.


თევზები - გამოიჩინეთ შემოქმედებითი უნარი და გაიფართოვეთ ინტერესთა სფერო. სამსახურში თავის გამოჩენა მოგიწევთ, რაც უფროსობის კმაყოფილებას გამოიწვევს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com