28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 სექტემბერი, 2018 3 102


ასტროლოგიური-ის სურათის შედეგი


ვერძი
დილიდან ახალი იდეების განხორციელება მოგინდებათ. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ. 

კურო
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. კარგი დღეა ახალი წამოწყებისთვის. საყიდლებისას უპირატესობა ხარისხს მიანიჭეთ. 

ტყუპი
ნუ ეცდებით ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას. ჯერ დეტალებში გაერკვიეთ. იყავით მობილიზებული და დისციპლინირებული. ბავშვების მიმართ გამოავლინეთ სიმკაცრე. სასიყვარულო ურთიერთობა დაკანონობას მოითხოვს. 

კირჩხიბი
საღამომდე სიტუაციისა და გარშემო მყოფების დაქვემდებარების ქვეშ მოგიწევთ ყოფნა. უძრავი ქონება, რომელსაც თქვენ ფლობთ, მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. 

ლომი
ახალ თანამოაზრეებს, მეგობრებს გაიჩენთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ნუ იქნებით მათ მიმართ კრიტიკული და მომთხოვნი. 

ქალწული
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, მარშრუტები. კარგი დღეა კოლეგებთან ახალი პროექტების განსახილველად უფროსთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. 

სასწორი
წარმატებული დღე გელით, განსაკუთრებით, სექტემბერში დაბადებულებს. მოსალოდნელია დაწინაურება. შეძლებთ პირადი იდეების განხორციელებას. გაფილტრეთ სამეგობრო წრე, გათავისუფლდით არაფრისმომცემი და უპერსპექტივო საქმეებისგან. 

მორიელი
ორგანიზებულად თუ იმოქმედებთ, ნებისმიერ სირთულეს მარტივად დაძლევთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოაგვარეთ საგადასახადოსთან, სადაზღვევოსთან დაკავშირებული საკითხები. წარმატება გელით ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას. 

მშვილდოსანი
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად განიხილეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად. 

თხის რქა
მოაგვარეთ სამსახურის საქმეები, მოაწესრიგეთ დოკუმენტები. მეტი ყურადღება მიაქციეთ მიღებულ ინფორმაციას. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ახალ სამსახურში გადასასვლელად. 

მერწყული
ნუ იქნებით ზედმეტად ორიგინალური და დამოუკიდებელი. ეცადეთ, თქვენი ქცევა კანონის ფარგლებს არ გასცდეს. სანამ გარშემო მყოფებისგან რაიმეს მოითხოვდეთ, დარწმუნდით, რომ მათ მიმართ თქვენც მართალი ხართ. 

თევზები
შეუდექით იდეების განხორციელებას, რეორგანიზებას, კარგი დღეა ბინის ყიდვა-გაყიდვისთვის, რემონტისთვის. სანამ საქმიანობას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ყველა საბუთი მოწესრიგებული გაქვთ.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: