ამბები

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი


ასტროლოგიური-ის სურათის შედეგი


ვერძი
დღეს შეგიძლიათ საქმეებისგან ცოტა დაისვენოთ და დღე მეგობრებთან ერთად ბუნებაში გაატაროთ. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები, დაეხმარეთ მშობლებს. 

კურო
საქმეები თანმიმდევრულად აკეთეთ. ნუ დაისახავთ რთულ მიზნებს, ამოუხსნელ ამოცანებს. ოჯახის გამო შეიძლება მცირე მსხვერპლის გაღებამ მოგიწიოთ. 

ტყუპი
საქმეები ცოტა ხნით დაივიწყეთ და დღე ახლობლებთან, მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმეთ. ზოგიერთს ექსპერიმენტები გაიტაცებს; ახალი მეთოდების დატესტვა. 

კირჩხიბი
სამსახურის საქმეები იმ შედეგს არ მოგცემთ, რაც გსურთ. ამიტომ, მეტი დრო დაუთმეთ ნათესავებს. ნუ განმარტოვდებით. საღამოს ოჯახური წვეულება მოაწყვეთ. 

ლომი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. საქმიანობაში აზარტულობა მოიმატებს. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ, საზღვარგარეთ მცხოვრებ მეგობრებს, ნათესავებს. 

ქალწული
მშვიდად გაანალიზეთ მოვლენები. შანსი მოგეცემათ, საქმეები "მკვდარი წერტილიდან" დაძრათ. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ფორს-მაჟორული სიტუაციები. 

სასწორი
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან. ახალი ნაბიჯები კარგად გაანალიზების შემდეგ გადადგით. 

მორიელი
დილა სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ გრძნობების, ემოციების გამოხატვას. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართეთ ექიმს, შეიძინეთ მედიკამენტები. 

მშვილდოსანი
მეტად გამოავლით შემოქმედებითი ნიჭი. საქმეები მალევე დაასრულეთ და დღე შვილებთან ერთად გაატარეთ. საღამოს დაგეგმილი პაემანი დადებით მოგონებებს დაგიტოვებთ. 

თხის რქა
სამსახურის საქმეებს საოჯახო ვალდებულებები მოგწყვიტავენ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. ერთად განახორციელეთ მცირე რემონტი, ავეჯის გადაადგილება. 

მერწყული
ნუ დაგეგმავთ და ჩაერთვებით მოწყენილ საქმიანობაში. სიმპათიის გულის მოგების საშუალება მოგეცემათ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

თევზები
ნაბიჯ-ნაბიჯ დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, ვალდებულებას.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com