ამბები

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი


ასტროლოგიური-ის სურათის შედეგი

ვერძი
დღევანდელი დღე რთულ საკითხებს დაუთმეთ. კარგი დღეა დაზღვევის გასაფორმებლად, საკრედიტო საკითხების მოსაგვარებლად; ფსიქოლოგიური და იურიდიული თემების განსახილველად. 

კურო
მოაგვარეთ მიმდინარე საკითხები. ბიზნესის განვითარებისას გაითვალისწინეთ პარტნიორების მოთხოვნები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. მოერიდეთ დაპირისპირებას, მცირე კამათიც კი შეიძლება დიდ უსიამოვნებაში გადაიზარდოს. ნუ დაგავიწყდებათ ახლობლებისთვის დანაპირების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეპუტაციას შეილახავთ. 

ტყუპი
აკონტროლეთ სამსახურის საქმეები და კოლეგები, გააუმჯობესეთ ურთიერთობა მათთან. მეტი ყურადღება გმართებთ მშობლების მიმართ. უფრო მეტიც, განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ თქვენი შინაური ცხოველები. კარგი დღეა სამედიცინო კონსულტაციისთვის. 

კირჩხიბი
სამსახურში მეტად გამოალინეთ ნიჭი, განახორციელეთ კრეატიული იდეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი დაუნიშნეთ. 

ლომი
აკონტროლეთ ემოციები. გაუუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, განსაკუთრებით, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე არ დააბანდოთ ფული. 

ქალწული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, სხვებისთვის გასაგებ ენაზე ისაუბროთ. დაწვრილებით ჩამოაყალიბეთ თქვენი მოთხოვნები. დღეს საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. 

სასწორი
ჩამოწერეთ ხარჯი და მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. გამონახეთ დრო მეგობრებთან ურთიერთობისთვის. მოემზადეთ, შეიძლება ზოგიერთმა გული გადაგიშალოთ. 

მორიელი
ახლობლები სურვილების ასრულებაში, საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. სხვა დღისთვის გადაიტანეთ ახალი პროექტების განხორციელება. დღევანდელი საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

მშვილდოსანი
დღეს ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური. თუ სამსახურის საქმეებში წარმატების მიღწევა გსურთ, მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. თუმცა, დღეს ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. 

თხის რქა
მოაგვარეთ მიმდინარე საკითხები. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები. დღეს შეიძლება ეგზოტიკურმა კულტურამ გაგიტაცოთ. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან; დაუმეგობრდით მათ. 

მერწყული
პროფესიონალური და კარიერული საკითხები დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და უფროსთან. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რათა მომავალში დაბრკოლებები არ შეგექმნათ. 

თევზები
გაფრთხილდით, რათა კოლეგების გამო უსიამოვნება არ შეგემთხვათ სამსახურში. ზოგიერთს სწავლის დაწყება-გაგრძელება, მოგზაურობა მოუნდება; რელიგიისადმი ინტერესი გაუმძაფრდება. შეეხმიანეთ სხვა ქალაქში მცხოვრებ ახლობლებს.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com