ამბები




9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი


ასტროლოგიური-ის სურათის შედეგი
ვერძი - დღეს ფულთან მიმართებაში სიფრთხილე გმართებთ, შეეცადეთ არ დახარჯოთ იმაზე მეტი რასაც თავდაპირველად გეგმავდით.


ლომი - დღეს მოგიწევთ ეშმაკობის გამოყენება, განსაკუთრებით თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები გაქვთ. ნუ დაგენანებათ ფული კონსულტაციების მისაღებად, საქმეში გამოცდილ კომპეტენტურ პირებს მიმართეთ, რადგან საქმე საკმაოდ დიდ თანხებს ეხება, სიხარბის გამო შეიძლება ორჯერ გადახდა მოგიწიოთ.


მშვილდოსანი - დღეს ვარსკვლავები არნახულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ მათ ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვთ, თუმცა საკმაოდ წარმატებული დღეა მათთვისაც ვინც უბრალოდ დაქირავებული პერსონალია. ხელმძღვანელობა დაგაწინაურებთ, ხელფასს მოგიმატებთ ან გაითვალისწინებს თქვენს მოთხოვნებს.


კურო - დღეს ნუ იტყვით უარს წინადადებაზე , რომელსაც კოლეგა ან მეგობარი გაგიკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება წინადადება უპერსპექტივო მოგეჩვენოთ, მასზე დათანხმებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.


ქალწული - ისარგებლეთ თავისუფალი დროით რათა პირადი ჩანაფიქრები განახორციელოთ და მოაგვაროთ საქმეები, რომლებისთვისაც ადრე დრო არ გყოფნიდათ. მიღწეული შედეგები ძალზედ გაგახარებთ, აგრეთვე გაჩნდება სამსახურში დაწინაურების პერსპექტივა.


თხის რქა - დილიდან ძალის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ დაგეგმილი განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ ფული ფრთხილად ხარჯოთ, ძალიან ბევრს ნუ დახარჯავთ გართობაზე.


ტყუპები - პრობლემებმა შესაძლოა ხელი შეგიშალონ კარიერის ზრდასთან დაკავშირებულ გეგმებში. არსებულ სიტუაციაში მოგიწევთ არჩევანის ოჯახის ან ჯანმრთელობის სასარგებლოდ გაკეთება, თუმცა გულს ნუ გაიტეხთ მომავალში ყველაფერს სწრაფად აინაზღაურებთ და სამსახურშიც დაწინაურება მოგელით.


სასწორი - მთელი დღის მანძილზე კარგი განწყობა შეგინარჩუნდებათ, თუმცა შეიძლება საღამოსკენ განწყობა არასასიამოვნო ინფორმაციამ გაგიფუჭოთ. მზად იყავით, რადგან უმოკლეს დროში შეიძლება დიდი თანხის მოძიება ან შორს გამგზავრება მოგიწიოთ.


მერწყული - თანამშრომელთან კამათმა შესაძლებელია ხელი შეგიშალოთ ჩაფიქრებული გეგმის განხორციელებაში, რადგან თქვენ არა მარტო მისი დახმარება დაგჭირდებათ არამედ ხელმძღვანელის კეთილგანწყობაც, რომელიც მის აზრს ყურს უგდებს. შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ, ზედმეტი არ ილაპარაკოთ და ემოციებს არ მისცეთ გასაქანი, დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული თქვენი შემდგომი კარიერა და ფინანსური კეთილდღეობა.


კირჩხიბი - შედარებით მშვიდი ატმოსფერო სამსახურში შესაძლებელია დაირღვეს მოულოდნელი და არც თუ სასიამოვნო ინფორმაციით. დიდია ალბათობა სამსახურიდან გაგაგზავნონ სხვა ქალაქში, ეს სიახლე არ შედიოდა არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრების გეგმებში, ამიტომ მათ ეს არ მოეწონებათ.


მორიელი - დღეს ყურადღებით მოეკიდეთ სამსახურის საქმეებს, მცირეოდენმა შეცდომამ შეიძლება მთელი დღის ნაწვალებს ხაზი გადაუსვას. ნუ შეგეშინდებათ და მოგერიდებათ, აუცილებლად დაიკითხეთ უფროსებს და კონსულტაცია თხოვეთ კომპეტენტურ ადამიანებს.


თევზები - დღეს გელით მცირეოდენი ფულადი სიურპრიზები. თქვენ დაგიბრუნებენ ვალს, რომლის არსებობა აღარც კი გახსოვდათ, აგრეთვე შესაძლებელია ოდესღაც თქვენს მიერ გაწეული სამსახურის სანაცვლოდ გულუხვად დაჯილდოვდეთ. შეეცადეთ ყველაფერი ერთბაშად არ დახარჯოთ, რადგან მიღებული თანხა საღამოს გამოგადგებათ საკმაოდ სარფიან საქმეში ჩასადებათ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com