6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი


ასტროლოგიური-ის სურათის შედეგი


ვერძი
კარგი დღეა აქტიურობისთვის, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსასვლელად. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა. 

კურო
საოჯახო საქმეები და ნათესავების პრობლემების მოგვარება დიდ დროს წაგართმეთ. მშობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან, საყვარელ ადამიანთან. 

ტყუპი
მოვლენებით დასამახსოვრებელი დღეა. მოსალოდნელია მგზავრობა, რომანტიკული ნაცნობობა და შემოქმედებითი იდეების განხორციელება. საქმიანობაში საკუთარი და ახლობლების შვილებიც აიყოლიეთ. 

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ ნათესაური ურთიერთობები. ზოგიერთს სასიამოვნო საყიდლები ელის; ზოგიც საჩუქარს მიიღებს. თავადაც გულუხვი (მატერიალურადაც) უნდა იყოთ ახლობლებისთვის. 

ლომი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოსალოდნელია ან ხანმოკლე მგზავრობა, ან ქალაქგარეთ გასეირნება. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

ქალწული
დღეს გული მხოლოდ ერთგულ ადამიანებს უნდა გადაუშალოთ. მოუწყვეთ გარშემო მყოფებს სიურპრიზი. ზოგიერთს მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას დაავალებენ, რაც თქვენგან ორიგინალურობასა და მოქნილობას მოითხოვს. 

სასწორი
გაგიუმჯობესედებათ სასიყვარულო და მეგობრული ურთიერთობა. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე, საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, დამატებით შემოსავლის მოსაძებნად. 

მორიელი
დღეს არ განმარტოვდეთ. კოლექტივთან ერთად იმუშავეთ. ხელმძღვანელ და ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისას მეტი დიპლომატია გმართებთ. საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. 

მშვილდოსანი
დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით და ენთუზიაზმით შეუდგებით საქმეების მოგვარებას. ზოგიერთს სწავლის გაგრძელების სურვილი გაუჩნდება, ზოგს - მოგზაურობის, ბიზნესის გაფართოების. თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ შვილებს, განსაკუთრებით თქვენგან შორს მყოფებს. 

თხის რქა
დღეს ვერაფერი შეგაშინებთ. დახმარებას პარტნიორები და ნათესავებიც გაგიწევენ. წარმატება გელით ბიზნესში; გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. გაგიტაცებთ შემოქმედებითი საქმიანობა. 

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან, რათა რთულ მომენტში მათი დახმარების იმედი გქონდეთ. გარშემო მყოფები გაანებივრეთ შექებით, კომპლიმენტებით. იყავით მადლიერი საყვარელი ადამიანის მიმართ. 

თევზები
განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას იყავით მეტად დიპლომატიური. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. კოლეგების დახმარებით პრობლემების მოგვარება არ გაგიჭირდებათ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com