ამბები




5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი


ასტროლოგიური-ის სურათის შედეგი

ვერძი - დღეს მრავალფეროვანი და აქტიური დღე გელოდებათ. მაღალია ალბათობა,რომ არამარტო სიტყვით არამედ საქმითაც მოგიწევთ საკუთარი აზრის დაცვა. იმისათვის,რომ თქვენი მორიგი პროექტი მოიწონონ დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.


ლომი - მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავლები. სიამოვნებას მიიღებთ მცირე ინტიმური საიდუმლოსგან. ემოციურ ცხოვრებას გააქტიურება და განახლება ესაჭიროება. თავს შეგახსენებთ ფარული სასიყვარულო, სექსუალური, მეგობრული დამოკიდებულება. სასარგებლო იქნება განმარტოება, ბუნებაში ყოფნა, ხელოვნებასთან კავშირი.


მშვილდოსანი - შეუფერებელი დროა მეწარმეობისთვის, ოჯახური სიტუაციის ან საცხოვრებელი პირობების შესაცვლელად კონკრეტული ღონისძიების გატარებისთვის. ამ პერიოდში ხელსაყრელია ურთიერთობა ნათესავებთან, მეგობრებთან. ემოციური მხარდაჭერის მიღება დაგეხმარებათ მატერიალური ან ქონებრივი პრობლემების გადაჭრის ახალი გზის პოვნაში.


კურო - დღეს მოგიწევთ რომანტიული პაემანზე ან საქმიან შეხვედრაზე უარის თქმა, უმჯობესია დღევანდელი დღე ბავშვებთან ან მოხუც ნათესავებთან გაატაროთ. თქვენ შეძლებთ დაეხმაროთ მათ პრობლემების დაძლევაში.


ქალწული - დროა თეორიიდან პრაქტიკაზე გადახვიდეთ, რაც საკმაოდ რთული იქნება. გამორიცხეთ ყოველგვარი დაძაბული საქმიანობა, სასწრაფო, აუცილებელის გარდა. გადადეთ ნებისმიერი აქტიური წამოწყება. შესანიშნავი დროა ახლობლებთან ურთიერთობისთვის. ოჯახური გარემო შეამსუბუქებს თქვენ განცდებს, რომელიც გამოწვეულია სასიყვარულო ან ფინანსური გართულებებით.


თხის რქა - პარტნიორთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას მიიღებთ, თუ თქვენი შეხვედრის მოტივი უჩვეულო მოვლენები იქნება. ნათესაური კონტაქტები ჩაივლის უჩვეულო გარემოში.


ტყუპები - დღეს საქმეში გაგიმართლებთ, ისეთ საქმეში რომელზეც უკვე ხელი ჩაიქნიეთ. გამორიცხული არაა, რომ ამაში თქვენი შორეული ნათესავი დაგეხმაროთ, რომელიც უკვე დიდი ხანია არ გინახავთ.


სასწორი - საქმეები შეძლებისდაგვარად თვითდინებაზე მიუშვით და თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ. დღეს არ დანიშნოთ მოლაპარაკებები. მოერიდეთ ჩვეულ გარემოს, პრობლემების გადაჭრის მობეზრებულ გზას. სხვაგვარად შეაფასებთ არსებულ მიღწევებს


მერწყული - უარი თქვით სასწრაფო და დაძაბული საქმიანობაზე. ყოველდღიური საქმეები კი შეასრულეთ ინდივიდუალურ რიტმში, საკმაოდ კომფორტულ და მშვიდ ვითარებაში. სასურველია ამაღელვებელი ახალი შთაბეჭდილებების მიღება. თუმცა მოერიდეთ ზედმეტად ამაღელვებელ ემოციური ზემოქმედებას. რეკომენდებული არ არის ძლიერ მოქმედი პრეპარატების მიღება. სასარგებლო იქნება ბუნებაში ყოფნა ან ოჯახური სიმყუდროვე.


კირჩხიბი - ვარსკვლავები ახალ შეხვედრებს გპირდებიან, დღეს გაცნობილი ადამიანები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მომავალში. არ ღირს უარის თქმა მოგზაურობაზე, დღეს შეიძლება გაიცნოთ ადამიანი რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს პირად ცხოვრებას.


მორიელი - უცნობ პირობებში თავს შესანიშნავად იგრძნობთ , სახლიდან მოშორებით. უჩვეულო სიტუაცია, გარემოცვა, საკვები ან დღის რეჟიმი- გააძლიერებს შემოქმედებით შემართებას, წარმოშობს რომანტიკულ თავგადასავალს, მოულოდნელ სასიყვარულო ვნებებს. თუმცა გატაცებები ხანგრძლივი არ იქნება. ხელსაყრელი დროა გარემოს შეცვლის.


თევზები - ძლიერ განცდებს უფრო მშვიდად და კომფორტულად გადაიტანთ. ახალ მნიშვნელობას შეიძენს ოჯახური ცხოვრება, შეგიძლიათ უფრო ემოციურად იმოქმედოთ, გამოიჩინოთ თანაგრძნობა, ზრუნვა. გრძნობების უჩვეულო, ორიგინალური გზით გამოხატვა მეტად დროული იქნება. ბავშვებს გამოუძებნეთ შემოქმედებითი საქმე, რომელიც მათ წარმოსახვას გააძლიერებს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com